სხვადასხვა

ირმის მყვირალობა, ერთ დღეში მოკლული 1400 ირემი, გრიპის ვაქცინაცია - 15 სექტემბრის დღიური

დღიური
1631738439
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
„გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაზები - კობახიძე

„განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება. „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობის,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებით და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით.

კობახიძის განცხადებით, სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა.

„როგორც ყველა ვხედავთ, წინასაარჩევნო გარემო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და არცერთი მსუბუქი ძალადობრივი ინციდენტიც კი.

რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებით და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით. სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა.

თუმცა, როგორც ხედავთ, მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის - სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება. „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ - „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“. ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა.

ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება. რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს.

აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული. მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე“, - აცხადებს კობახიძე.

ამავე თემაზე:

🔴 „ვიწყებ ამ მახინჯი კედლის დაშლას და ნურავინ ეცდება გამაჩეროს“ - სოსო გოგაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

🔴 „ყოველთვის ვიცოდი, რომ მისმენდნენ“ - არქიმანდრიტი ბართლომე ფარულ ჩანაწერებზე

დღის პერსონა
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირიბად ამცირებს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს“ - ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს ირიბად ამცირებს.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირიბად ამცირებს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს. იმ კვლევის თანახმად, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, 25%-ით მცირდება იმ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის რისკი, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქვს ჩატარებული.

ამიტომ, ორ საქმეს ვაკეთებთ გრიპის ვაქცინის გაკეთებით. ერთი - ირიბად ვიცავთ თავს კორონავირუსისგან და მეორე - გრიპისგან, რომელიც საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. ახლა აღარ მიგვაჩნია გრიპი ჩვენ სერიოზულად კორონავირუსის ფონზე, თორემ გრიპის თავისი სერიოზული ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნამდვილად არ დაუკარგავს“, - აღნიშნა „იმედის“ ეთერში ჩხაიძემ.

დღის ფრაზები

ივანე ჩხაიძე:

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირიბად ამცირებს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს“

ირაკლი კობახიძე:

„გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაზები - კობახიძე

მეგრელიშვილი სააკაშვილზე:

„საქართველოს პრეზიდენტი ჯობია ციხეში იყოს, ვიდრე ამ გაუგებარ მდგომარეობაში“

სოსო გოგაშვილი ფარულ ჩანაწერებზე:

„ვიწყებ ამ მახინჯი კედლის დაშლას და ნურავინ ეცდება გამაჩეროს“

ალექსანდრე გოგინავა:

„სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან საბრძოლველად ერთადერთი ბერკეტი არის ვაქცინა“

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე:

„ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ“

დღის კარგი ამბავი
ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი მცირედით გაუფასურდა და ღირებულებამ 3.1141 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.11 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6759 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6691 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.68 თეთრი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 15 სექტემბრიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 60 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 587 551-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 551 780 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 347 პაციენტი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

დღის უცხოური ამბავი
ფარერის კუნძულებზე ერთ დღეში 1400 დელფინი მოკლეს

დელფინებზე ნადირობის პრაქტიკა ფარერის კუნძულებზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ერთ დღეში 1 400-ზე მეტი დელფინი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნადირობის შემდეგ მათი გვამები ხმელეთზე გაიტანეს და მოხმარებისთვის ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს.

ნადირობის ამსახველ კადრებში ნაჩვენებია დელფინები, რომლებიც წყალში სისხლისგან იცლებიან და სანაპიროდან ასობით ადამიანი უყურებს. მკვლელობის მასშტაბმა შოკში ჩააგდო ბევრი ადგილობრივი.

ზღვის ძუძუმწოვრებზე - პირველ რიგში ვეშაპებზე - ნადირობა არის ტრადიცია, რომელიც ასობით წელია დამკვიდრებულია შორეულ ფარერის კუნძულებზე.

ცხოველთა უფლებების დამცველები დიდი ხანია გმობენ ამ ტრადიციას და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ხოცვა სისასტიკეა. დელფინების მკვლელობა ლეგალურია ფარერის კუნძულებზე.

„გუშინ ჩავატარეთ სწრაფი გამოკითხვა, უნდა გავაგრძელოთ თუ არა ამ დელფინების მკვლელობა. მოსახლეობის 50% -ზე მეტმა თქვა უარი და 30% - იყო თანახმა. გამოკითხვები წარმოადგენენ ზღვის ძუძუმწოვრების მკვლელობის საზოგადოებრივი აზრის სურათს“, - განაცხადა ადგილობრივმა ჟურნალისტმა.

დღის ვიდეო
უკრაინაში აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღის ფოტო
ირმის მყვირალობა იწყება

📸ნიკა ქერდიყოშვილი

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.