სხვადასხვა

„ის, რომ თავდაცვის სამინისტროდან ადამიანები მასიურად მიდიან, მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარეობს“ - დავით ჩიხელიძე

ქუთაისის უნივერსიტეტი
1623329797
დაკოპირებულია

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მასიურად ტოვებენ, დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ეხმაურება.

ჩიხელიძე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორსა და დეზინფორმაციას უწოდებს. მისი თქმით, აზოგადოებაში ჯარი ნდობის მაჩვენებელმა 90%-ს გადააჭარბა:

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან სამხედრო მოსამსახურეების გადინების პროცესს შეეხება (სენაკის მე-2 ქვევით ბრიგადაზე). როგორც მოგეხსენებათ, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოვადგენ, აქტიურად აშუქებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს. შემიძლია გადაჭრით და დარწმუნებით ვთქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ჭორი და დეზინფორმაცია, რადგან თავდაცვის სამინისტროდან სამხედროების გადინება არ ხდება. რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ადამიანი ოჯახური მდგომარეობის ან სხვა წონადი მიზეზის გამო თავდაცვის სამინისტროს ტოვებს, რაც ბუნებრივი მოვლენაა, ხოლო ის, რომ თავდაცვის სამინისტროდან ადამიანები მასიურად მიდიან, მიზანმიმართული, ბინძური კამპანიის ნაწილია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

მინდა გითხრათ, რომ გასული ორი წლის განმავლობაში, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, საზოგადოებაში ჯარი ნდობის მაჩვენებელმა 90%-ს გადააჭარბა, გაიზარდა სამხედრო სამსახურში წასვლის მსურველთა რაოდენობა და ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა ჯარიდან კადრების გასვლის მაჩვენებელი. აღნიშნული სამი კომპონენტი არის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტრო გახლავთ პროგრესირებადი უწყება, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანთა საჭიროებების მიხედვით მოქმედებს. მშენებლობას, რომლის საძირკველიც ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა, წარმატებით აგრძელებს ჯუანშერ ბურჭულაძე. მავანთ და ქვეყნის სიძლიერის მოსურნეებს ავიწყდებათ, რომ სიმართლე ყოველთვის, ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, სიმართლე თავდაცვის სამინისტროს მხარესაა, სადაც სამხედროების საჭიროებებზე მორგებული არაერთი პროექტი განხორციელდა: საქართველოს მასშტაბით განხორციელდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, გაუმჯობესდა კვების რაციონი, გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები, მოხდა ახალი სამხედრო ფორმის შესყიდვა, განხორციელდა ანაზღაურების ზრდა (წოდების მიხედვით), შემუშავდა ახალი საბინაო პოლიტიკა (1200 სამხედრო მიიღებს ახალ ბინას), განხორციელდა განათლების სტიმულირება (თანადაფინანსება),გაუმჯობესდა სადაზღვევო პაკეტი. აღნიშნული გახლავთ თავდაცვის სამინისტროში, ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების მცირე ჩამონათვალი,“ - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

იაპონიის მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ყოველწლიური სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიები საშუალებას აძლევენ თავიანთ თანამშრომლებს კვირაში 5-ის ნაცვლად, 4 დღე იმუშაონ.

1624448842

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

1624447737

გერმანიის საქსონიის მხარეში 20 კვირამდე ორსული ქალების კოვიდვაქცინაცია დაუშვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624447294

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1624447277
ქართული ხმების სოლისტი

რაჭაში უბედურ შემთხვევას მომღერალი ზურაბ ბაკუ...

რაჭაში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე.

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

Audi 2033 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს...

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების...

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.