მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას“ - რიჟვაძე

ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ამავე დროს ღირსეული შრომითი პირობებისთვის

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ რეგიონში რეგულაციების აღსრულების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან, რათა ინფექციის ზრდის საფრთხე არ შეიქმნას. 

„მოგეხსენებათ, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, საჰაერო მიმოსვლის ნაწილში დაემატა რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიც.“ - აცხადებს იგი.

რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობას აქვს ვარაუდი, რომ ახალი ქვეყნების სიას ისრაელიც შეემატება.

„პარალელურად, აქტიურად ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში, ტრადიციულ, ტურისტულ ქვეყნებში არსებულ ვაქცინაციის პროცესს, მათ შორის, ისრაელს, რომელიც საკმაოდ წინ წავიდა ვაქცინაციის მაჩვენებლით.

ისრაელი იქნება, ჩვენი გადასახედიდან, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას,“ - განაცხადა მან.

რიჟვაძის თქმით, ტურიზმი სრულად წელსაც ვერ აღდგება.

„ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ, მათ შორის, წელსაც ვერ შევძლებთ სრული მასშტაბით ტურიზმის აღდგენას, თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აჭარა და ბათუმი უნდა იყოს პირველი, რომელიც შეძლებს ამ ტურისტული პოტენციალის რეალიზებას,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა პირველი მარტიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ.

პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები:

⚫სომხეთი

⚫აზერბაიჯანი

⚫უკრაინა

⚫ყაზახეთი

⚫რუსეთი

⚫ბელარუსი

აგრეთვე იხილეთ:

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ