იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
31 წლის მამაკაცის სოლარიუმში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში პანდემიის გათვალისწინებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოლარიუმები არ მუშაობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია გარდაცვლილის პირადი ნივთებიც. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შიდა ქართლში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პოლონეთში უკრაინული ავტობუსის ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი იმყოფება.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყის პრეზიდენტთან ბარჰამ სალეჰთან შეხვედრაზე კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.