სხვადასხვა

ივანიშვილის წერილი, გახარიას პასუხი, აბასთუმანში დაკარგულების დაბრუნება - 7 ივნისის დღიური

PIA.GE-ს დღიური
1623095400
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არცერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა.

პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით...

⏩ „ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი

⏩ „ივანიშვილი ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, იძულებული გახადა მკვეთრი განცხადებით ეპასუხა“ - თურნავა

⏩ „ივანიშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკა არ დაუტოვებია“ - ვახტანგ ძაბირაძე

დღის პერსონა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის წერილს პასუხობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არავის წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას.

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

დღის ფრაზები

თეა წულუკიანი გახარიაზე:

„ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა, როცა კანონი იყო დასაცავი“

შალვა პაპუაშვილი:

„პასუხისმგებლობისგან გაქცეული, გუნდის მიმტოვებელი და სხვისი სახელით მოსარგებლე პოლიტიკოსი, ნამდვილად არაა ის, ვისაც საქართველოსთვის ისურვებდნენ“

გია ვოლსკი:

„ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა“

დღის კარგი ამბავი

ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოგისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს“- აღნიშნა მინისტრმა.

ედგარს რინკევიჩმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ეარ ბალტიკი“ თბილისი-რიგის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს კვირაში სამჯერ და იმედი გამოთქვა, რომ მიმოსვლა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის განახლებას.

დღის ცუდი ამბავი

ცხინვალის 35 წლის მკვიდრი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

დე ფაქტო შს სამინისტროს ცნობით, დაღუპული 35 წლის კაცი იყო. ის მეხუთე სართულიდან გადავარდა.

მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა.

დღის უცხოური ამბავი

ესპანეთი დღეიდან კორონავირუსისგან ვაქცინირებული პირებისთვის საზღვარს ხსნის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინირებულ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს იქ ჩასვლა შეუძლიათ მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან არიან. ასევე საკრუიზო გემებს ესპანეთის პორტებში შესვლის უფლება მისცეს.

ესპანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ზაფხულში ტურისტული სექტორის ამუშავებას შეძლებს. 2021 წელს ესპანეთის 45 მილიონი უცხოური ვიზიტორის მიღებას გეგმავს.

ცნობისთვის, ესპანეთი საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში პოპულარობის მიხედვით მეორე ტურისტული მიმართულებაა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს ის 83,5 მილიონმა უცხოელმა დაათვალიერა. 2020 წელს კი ეს რიცხვი 77%-ით შემცირდა.

დღის ფოტო

მაშველებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს.

დღის ვიდეო

შრი-ლანკაზე წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

რაჭაში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე.

1624446607

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

1624446485

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1624445887

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1624445158
ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი: კანონპროექტის შემუშავებით ჩვ...

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტს პარლამენტი მუხლობრივად მეორე დღეა იხილავს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

„პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებ...

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360“- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

„თავისუფლება ზაზას“ - გახელაძის ოჯახი აქ...

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს.