მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ​

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისი

დღეს, 28 თებერვალს, საბურთალოს რაიონში როსტევანის ქუჩა N15-თან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. 

ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 28 თებერვალს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 1 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში : ​ვაჟა-ფშაველას I და II კვარტალს, III,​ V, VII კვარტლების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის I და II მ/რ-ს, IV მ/რ-ს ნაწილს, ნუცუბიძის, ყაზბეგის გამზირის და ქავთარაძის ქუჩების ნაწილს,​ ბუდაპეშტის, გელოვანის, დელისის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს.

სოფელ დიღომში: ფარნავაზის, როსტევანის II ჩიხს, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს. დიღმის მასივის I კვარტალს. ​

ზაჰესში: ხანძთელის, აფხაიძის და​ ავჭალის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.