სხვადასხვა

ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით კომუნიკაციების კომისია 1000-ზე მეტ მოსწავლეს გადაამზადებს

კომუნიკაციების კომისია
სტუდენტებს გადაამზადებს
Pia.ge
1623056516
დაკოპირებულია

კომუნიკაციების კომისია თბილისისა და რეგიონებში 50 სკოლის 1000-ზე მეტ უფროსკლასელს მედიაწიგნიერების ტრენინგებს უტარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიაში ავრცელებენ.

ტრენინგები მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?! ფარგლებში ტარდება და BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას მოიცავს. კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგინერების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას კონკურსში გამარჯვებული და წარმატებული სტუდენტები უზიარებენ. მიღებული ცოდნა მოსწავლეებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში მონაწილეობაში დაეხმარება.

რაც შეეხება სტუდენტებს, „ნამდვილი თუ მოგონილი“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2020 წელს პირველად ჩატარდა. საუკეთესო სტუდენტებს კი კომუნიკაციების კომისიამ სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარა.

ტრენინგების ფარგლებში მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან. ეს უნარები მოსწავლეებს ნამდვილი და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევასა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში ეხმარება. ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს დაეხმარებათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი“?!, რომელიც 30 ივნისამდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ და „მედიააკადემიამ“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. კონკურსებში 500-მდე სკოლის მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მედიაწიგნიერების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის მეოთხედ გამოცხადდა და მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს ნამუშევრების გამოგზავნა 30 ივნისამდე შეუძლიათ.

ტრენინგების დიდი ნაწილი უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით ონლაინ რეჟიმში ტარდება. ხოლო იმ სკოლებში სადაც შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები სკოლებში ადგილზე ატარებენ ტრენინგებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

1624442391

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624441048

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

1624440512

„პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

1624439227
თიბისი კონცეპტი
მომხმარებელს ახალ
ნაკრებს - „კონცეპტ 360“ -
სთავაზობს

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „...

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360“- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი რუსეთმა შეაჩერ...

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად შეჩერდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

კახა კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას...

ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს - კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე: საცხოვრებელი ფართები დამატე...

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.