მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარყატები მადათაფის ტბაზე, რადიკალების დაკავება, შემზარავი წყალდიდობა გერმანიაში - 15 ივლისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

შსს-მ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი - 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

ამ დროისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი

• „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

🔴 „ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება დიდი დარღვევა იყო“ - მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე

🔴 ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

დღის პერსონა

თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

თაკო ჩარკვიანი ივანიშვილს: გაუშვით ღარიბაშვილი რამდენიმე საათში

„კობახიძე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. კობახიძე ეთერში, გუშინ რასაც სჩადიოდა, ეს არის ძალადობის გაგრძელება“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„ღარიბაშვილის დროს რუსული ბანდიტიზმი მძვინვარებს. გაუშვით ბიძინა ივანიშვილო, მოაცილეთ ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ოდნავ მაინც განელდეს ის ესკალაცია, რაც ამ წამს საქართველოში მძვინვარებს. გაუშვით ღარიბაშვილი რამდენიმე საათში.

მითქვამს თქვენთვის, უბედურებით დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენც მოგიყოლებთ ეს უბედურება, არ გეგონოთ, რომ თქვენ, თქვენი მილიარდები გშველოდეთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ“ - ევროკავშირის ქვეყნის ელჩები

👉 „არ იყო ეს ქრისტიანული, არ იყო ეს ნორმალური, არ არის საჭირო ასეთი აგრესიის დაფიქსირება“ - დავით აქუბარდია 5 ივლისის შესახებ

დღის ფრაზები

დავით აქუბარდია 5 ივლისის შესახებ:

„არ იყო ეს ქრისტიანული, არ იყო ეს ნორმალური, არ არის საჭირო ასეთი აგრესიის დაფიქსირება“

თაკო ჩარკვიანი ივანიშვილს:

გაუშვით ღარიბაშვილი რამდენიმე საათში

მეუფე იაკობი:

ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ

თამარ გაბუნია:

გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ

დღის კარგი ამბავი

ლარი გამყარდა

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1386 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1430 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.44 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7108 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7084 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3665 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.3570 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 ივლისიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა. ამასთან, გასული დღე ღამის განმავლობაში 1398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1164 პირი გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 228 ადამიანი აიცრა

👉 თამარ გაბუნია: გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ

დღის ფოტო

ყარყატები მადათაფის ტბაზე.
სამცხე-ჯავახეთი📸გოგა ჩანადირი

დღის ვიდეო

შემზარავი სტიქია გერმანიაში

გერმანიის დასავლეთ ნაწილში მომხდარ წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა და 60 დაკარგულად ითვლება.