სხვადასხვა

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართეს

შემოსავლების სამსახური
22:13 21.09
დაკოპირებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნათურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილების პროცედურების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, მხარეებმა ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე, სატრანზიტო ფორმალობები და კონტროლის ეფექტური მექანიზმები განიხილეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეზობელ ქვეყნებს შორის სახმელეთო გზით გადაადგილებული საქონლის შესახებ მონაცემების გაცვლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, თურქულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასაცვლელ ინფორმაციას დაამატა ტვირთების წონის შედეგები და ამჟამად, უკვე აქტიურად მინდინარეობს აღნიშნული პარამეტრების ურთიერთგაცვლა, ხოლო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის მყისიერად ხდება კოორდინირებული რეაგირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის თანახმად, სატვირთო ავტომობილების შემოწმებისთვის განკუთვნილი სკანერის სურათების ურთიერთგაცვლა შესაძლებლობას მოგვცემს, რისკების ანალიზზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ეფექტურად და გამარტივებულად მოხდეს ტვირთების მონიტორინგი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კანონიერი ვაჭრობის განვითარებას“, - განაცხადა ლევან კაკავამ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.

ვიდეოკონფერენციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე უახლეს...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ჯამ...
45 წუთის წინ
„ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობ...
47 წუთის წინ
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით,...
00:52
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემებზე ი...
00:47
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

„ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდება“ - ვა...

ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პოლიტიკურ პროგნ...
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ ჩემთან დარე...
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ...
ნანუკა ჟორჟოლიანი ეგზიტპოლზე: „იმედი“ კი...
ცესკოს შედეგები, მთავართან ყველაზე ახლოს იქნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრ...
ალეკო აღარ გვისმენს! - ნომერი გამორთულია...
პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აღარ გვისმენს, მისი ტ...