მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვალიდან მიკროავტობუსებში გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი

ხვალიდან დაიწყება ახალი მიკროავტობუსებით სარგებლობა

ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვიქტორ წილოსანი აცხადებს.

მისი თქმით, ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან, მიკროავტობუსებში თანხის გადახდის წესი შეიცვლება. წილოსანი დეტალურად განმარტავს, თუ რას გულისხმობს ახალი ქსელის იმპლემენტაცია.

👉 ქალაქში გაჩნდება ათიდან ერთი დერეფანი რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას.

👉 ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს ახალი 8, 10 და 12 მეტრიანი ავტობუსები.

👉 დაემატება ამ დერეფნის ლოკალური მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს სრულად ახალი მიკროავტობუსები.

👉 აღნიშნულ მარშუტებზე გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი.

👉 მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

👉 შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული რაც ახდენს „მგზავრზე ნადირობის“ პრევენციას რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

👉 აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

👉 მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს - განმარტა ვიქტორ წილოსანმა.

mikroavtobusi_o_h.jpeg