მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევის მახლობლად ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინის პოლიცია

კიევის ოლქში უკრაინულმა სპეცრაზმმა ქართველი „კანონიერი ქურდი“, 43 წლის მამუკა ონიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ონიანი უკრაინაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის მიზნით ჩავიდა. მას ქვეყნიდან გააძევებენ.

მამუკა ონიანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის ნათესავია და ამ დროითვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ონიანი-ჯანგველიძის კლანის წარმომადგენელია.