მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის აღადგენს ფრენებს კომპანია „Wizz Air“-ი? - კომპანიის წარმომადგენელის განმარტება

ვიზიარი ბრუნდება

კომპანია Wizz Air -ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრას რადოს განცხადებით, „Wizz Air“-ს ქართულ ბაზარზე დაბრუნება და ქუთაისის ბაზიდან ფრენების გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი.

აღნიშნულ თემაზე მან EuroNews Georgia-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„Wizz Air-ს ქართულ ბაზარზე დაბრუნება და ქუთაისის ბაზიდან ფრენების გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. ახლა იმას ვიკვლევთ, თუ როდის შევძლებთ რეგულარული ფრენების დაწყებას. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არა მხოლოდ საქართველოში არსებულ შეზღუდვებს, არამედ იმ რეგულაციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს.

მართალია, პირველ თებერვალს საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში კვლავ არსებობს მოგზაურობასთან დაკავშირებული უამრავი რეგულაცია ფრენების განახლებას პირველი თებერვლიდან ვერ შევძლებთ.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფრენები მალე აღდგეს. თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ჩვენთვისაც უცნობია“- განაცხადა ანდრას რადოსმა.

მან ასევე განაცხადა, რომ კომპანია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს და საჰაერო მიმოსვლის განახლება საერთო მიზანია.

„თუმცა რადგანაც სხვა ქვეყნებში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ვერ აღვადგენთ მიმოსვლას საქართველოს და სხვა ქვეყნებს შორის. მთავრობასთან ერთად ვეძებთ გზებს რომ ბაზარს კვლავ დავუბრუნდეთ. ვცდილობთ სწრაფად აღვადგინოთ ფუნქციონირება“- აღნიშნა ანდრას რადოსმა.

Wizz Air -ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, მგზავრობის დაბალი საფასური შენარჩუნდება და ქართველ მომხმარებელს კვლავ იაფად შეეძლება მოგზაურობა.