სხვადასხვა

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

5G ინტერნეტის
საკონსულტაციო დოკუმენტი
1606903308
დაკოპირებულია

5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიაში ავრცელებენ.

5G მომსახურებისთვის სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი სიხშირეების, საწყისი საფასურის, ლოტების, საქმიანობის დაწყების, დაფარვის და სხვა ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

5G მომსახურებისათვის განკუთვნილი სიხშირეები, საწყისი საფასური და სხვა პირობები კომუნიკაციების კომისიამ კომპანია Ernst & Young-ის ექსპერტების ჩართულობით, ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა.

აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას სიხშირული რესურსი დროებით სარგებლობაში 15 წლის ვადით გადაეცემა. დაფარვის ვალდებულებების შემუშავებისას კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელა. საკონსულტაციო დოკუმენტის თანახმად, კომპანიები ვალდებულები იქნებიან 2-7 წელიწადში ეტაპობრივად დაფარონ კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, რომლებიც მოიცავენ როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე, საგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, პორტებსა და რკინიგზას.

იმისთვის, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მაქსიმალურად იყოს გაანალიზებული, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ მხარეებს და ტელეკომ ოპერატორებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ საკონსულტაციო დოკუმენტს და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

საკონსულტაციო დოკუმენტი იხილეთ სრულად.

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.

1611404304

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

1611403946

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მისი თქმით თუ მმართველი პარტია კომპრომისზე არ წავა, ცხელი გაზაფხულია მოსალოდნელი. მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

1611403243

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა.

1611403075
შეხვედრა

პრეზიდენტმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იმ...

პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს  სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.

1611393232
შოთა ბურჯანაძე: ბიზნესი შეზღუდვების გახა...

შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური...

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს