მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომუნიკაციების კომისიამ აპრილის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

აპრილის ComCom დაიჯესტი Pia.ge

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ პირებს აპრილის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის მოვლენებია შესული.

ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტია. მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურობა ჰქონდეს. დეტალურად ახალი რეგლამენტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აპრილის თვის დაიჯესტში.

აპრილის თვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რადიომაუწყებლების პრიორიტეტების კვლევაა. კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს საზოგადოებას ჰკითხავს.

როგორ აფასებენ საერთაშორისო ექსპერტები კომუნიკაციების კომისიის მუშაობას და რატომ არის საქართველოს მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაში ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან, ამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით აპრილის თვის დაიჯესტში.

აპრილის ComCom დაიჯესტში ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ, ინფორმაციას იმის შესახებ თუ რატომ არ მისცა კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ მაგთიფიქსის გაუქმების უფლება.

ასევე აპრილის თვეში კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით კომპანია „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი თამარ ბოკუჩავა დაინიშნა.

გასულ თვეში კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის მონაწილე საუკეთესო სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა. ამასთან აპრილში გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად კომუნიკაციების კომისია გაეროს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად საქართველოში მედიაწიგნიერების კვირეულს ჩაატარებს.

აპრილში კომუნიკაციების კომისიამ სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია “TMI“ -ში საერთაშორისო აუდიტის ჩატარების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, აუდიტის ჩატარებაზე „TV- MR საქართველომ“ უარი განაცხადა.

გასულ თვეში მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირებას ეხება, რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ დააჯარიმა. დეტალები ნახეთ დაიჯესტში.

გარდა ამისა აპრილის თვის დაიჯესტში წაიკითხავთ რატომ არ დააკმაყოფილა კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კომისიაში შესული საჩივარი.

რამდენ ლარს ხარჯავს საშუალოდ ერთი აბონენტი მობილურ მომსახურებებში, რომელი ბრენდის მობილურ მოწყობილობებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში, როდის განხორციელდა პირველი მობილური ზარი, რამდენი პროცენტით შემცირდა 1 მბ ინტერნეტის ღირებულება და რამდენი პროცენტით გაიზარდა 2016 წლიდან ინტერნეტტრაფიკი - ყველა ეს საინტერესო ინფორმაცია სწორედ აპრილის თვის ComCom დაიჯესტშია თავმოყრილი.