სხვადასხვა

კომუნიკაციების კომისიამ მაისის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

ComCom დაიჯესტი - მაისი
1623136443
დაკოპირებულია

კომუნიკაციების კომისიამ მაისის თვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ თვეში კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.

ComCom დაიჯესტით ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესახებ ინფორმაციას. 2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. რაც შეეხება რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლების გადანაწილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ComCom დაიჯესტში.

მაისის დაიჯესტში შევიდა ასევე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება კომპანია „კავკასუს ონლაინის“ შესახებ, რომელიც უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ეხება. გასულ თვეს კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო და კომპანიას უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

ComCom დაიჯესტით საზოგადოება ასევე მიიღებს ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით. „Login Georgia”-ს პროექტის განხორციელების შედეგად ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა. ფართოზოლოვანი ინტერნეტის შედეგად ახალი შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ComCom დაიჯესტში შეგიძლიათ იხილოთ.

მაისის დაიჯესტში ასევე შესულია ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გასულ თვეს კომისიამ მედიააკადემიასთან ერთად მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის უკვე მეოთხედ გამოაცხადა. საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას.

ComCom დაიჯესტში ასევე შეგიძლიათ ნახოთ, როგორია ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა და როგორ გაიზარდა 4G ტექნოლოგიის გამოყენება. მაისის დაიჯესტი ასევე მოგაწვდით ინფორმაციას www.sheamotsme.ge -ს პლატფორმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, როდესაც ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკის ეზოში, გარე სივრცეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

1624443563

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს თუ რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე.

1624443286

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

1624442391

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624441048
ლელოს ლიდერი

„თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშ...

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებე...

საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემები წესრიგდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი რუსეთმა შეაჩერ...

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად შეჩერდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.