მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონფლიქტი ადამიანებსა და გარეულ ცხოველებს შორის (ფოტოები)

ჰიმალაის შავი დათვი

მიწის გამოყენების ცვლილებები, ტყეების გაჩეხვა დათვებსა და სხვა ცხოველებს აიძულებს, დასახლებულ ადგილებში გადაინაცვლონ. 

„ალჯაზირა“ ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირზე წერს.

saleema-bano_o_h.jpeg
58 წლის სალემა ბანო ამბობს, რომ მას დათვი დაესხა თავს, როდესაც ქალიშვილთან ერთად მინდორში მუშაობდა, რის შედეგადაც მარცხენა თვალი დაკარგა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქაშმირის ხეობაში, ველური ცხოველების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 67 ადამიანი დაიღუპა, 940 კი, დაშავდა.

ხშირია ჰიმალაის შავი დათვის თავდასხმა. ექსპერტები ამბობენ, რომ 80%-ზე მეტი შავი დათვის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ექსპერტების თქმით, გარეული ცხოველები დასახლებულ პუნქტებს უახლოვდებიან საკვებისა და თავშესაფრის ძიების მიზნით, რაც ადამიანებზე თავდასხმების მკვეთრ ზრდას იწვევს.

„ცხოველებისთვის თავშესაფარი და საკვები ხელმისაწვდომია ბაღებსა და ტყის მახლობლად, სადაც ადამიანები დასახლდნენ“,- ამბობს, ქაშმირის ველური ბუნების მთავარი დამცველი რაშიდ ნაქაში.

ნაქაში ამბობს, რომ ადრე შავი დათვები ზამთარში იზამთრებდნენ. თუმცა, ისინი ახლა მკაცრ ზამთარშიც კი, გააქტიურდნენ.

ტყეში ინდური ჯარების ყოფნის გამო ცხოველებზე ბრაკონიერობა თითქმის შეჩერდა. დათვები ადვილად მოიპოვებენ საკვებს შეიარაღებული ძალების ბანაკების სამზარეულოდან. ინდოელი ჯარისკაცები განლაგებულები არიან ამ რეგიონში აჯანყების ჩასახშობად, რომელიც 1989 წელს დაიწყო.

ცხოველებმა ასევე აღმოაჩინეს თავიანთი ჰაბიტატი მთიან რეგიონში, რომელიც გადაკვეთილია მავთულხლართებით, ათეულობით ინდოელი ჯარისკაცი კი, პატრულირებს.

ფოტოამბავი

leoparti_o_h.jpeg
ლეოპარდი დაჩიგამის ეროვნულ პარკში.

gogo-najakhit_o_h.jpeg
14 წლის მუსკანი ნაჯახით, რომელსაც ის და მისი ოჯახი ღამე გარეთ გასვლის დროს ატარებენ, გარეული ცხოველებისგან თავდასაცავად.

mohamedi_o_h.jpeg
მოჰამედს თავს დათვი დაესხა, როდესაც ის სახლში პირუტყვის საკვებით სახლში ბრუნდებოდა.

mohamedi_o_h.jpeg
მუჰამედ იაკუბის ველური დათვი თავს დაესხა.
„მე მსხვილფეხა საქონელთან ვიყავი ჩემს სახლთან. მოულოდნელად ტყის მხრიდან დათვი მოვიდა და დამახტა. ძაღლმა გადამარჩინა, რომელიც თან მახლდა. სამწუხაროდ, მარჯვენა ფეხი დამიზიანდა, რის გამოც შშმ პირი ვარ“

kashmiri_o_h.jpeg
ზამოროდა შვილთან ერთად, რომელიც ლეოპარდის თავდასხმისგან გადაარჩინა.
„მინდვრებში სამუშაოდ წასვლა მინდოდა. რაღაც უცნაური დავინახე, ცხოველი გადმოხტა, მე მოძრაობა არ შემეძლო. ტანსაცმელი დამიხია, სისხლიანი ვიყავი. ჩემი შვილისკენ გავიქეცი და ლეოპარდს პირიდან გამოვაცალე. ჩემი შვილი მაშინ 4 წლის იყო“.