მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში, ტერაქტი ავღანეთში და გადარჩენილი ბავშვი - 8 ოქტომბრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ჩამონგრეულ კორპუსში, სავარაუდოდ 15-მდე ადამიანია მოყოლილი.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, ნგრევის დროს, ერთ-ერთ სახლში ქალი ორ შვილთან და მაზლთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილზე ვითარებას შინაგან საქმეთა მინისტრიც გაეცნო და ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

„ნამდვილად მძიმე სიტუაციაა. კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, რა თქმა უნდა. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში.

2 ადამიანი კონტაქტზე გამოდის, ცოცხლები არიან, თუმცა, ვერ გვეუბნებიან დაბლა არიან თუ ჩავარდნილი არიან ნანგრევებში. ასეულობით მაშველია ჩართული, არ არის იმის საშუალება, რომ 100 და 200 ადამიანი ავიდეს ნანგრევებზე, მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების, მერიის მუნიციპალიტეტების სამსახურები.

ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა, ფიზიკურად ვერ გამოდის. ჩვენი მაშველები პროფესიონალურად მუშაობენ“, - აცხადებს გომელაური.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

⭕ „პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი

დღის პერსონა
„კამერები ნახეს პოლიციელებმა და გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა ასე არ ხდება“ - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„მიდიოდა ქვემოთ სამშენებლო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა ამას და შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, წინასწარ ვერ ვიტყვი ამას. გამოძიებით დადგინდება, იყო ეს საყრდენი კედლის გამოცლა თუ სხვა მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ეს დადგინდება, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ადამიანები. გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მიმდებარე შენობებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს, რომელშიც ჩანს თუ როგორ დაინგრა კორპუსი.

„90%-ით გაზის თემა გამოირიცხა. კამერებიც ნახა პოლიციამ, ნახეს თუ როგორ ხდება ჩამონგრევა, გაზის შემთხვევაში ასე არ ინგრევა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განმარტებით, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი, რომელთაგან კონტაქტი მხოლოდ 2 ადამიანთან ხერხდება.

ინფორმაციისთვის, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი

დღის ფრაზები

გიორგი გამსახურდია:

„მიხეილ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება იგივეა, რომ პაციფიზმის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგა“.

ნიკა მელია:

„მეგრელებო, ქართველებო ღირსების საკითხია, ან გაიმარჯვებს სიმართლე, ან არადა ჩვენს გვამებზე უნდა გადაიაროთ“.

ვახტანგ გომელაური:

„კამერები ნახეს პოლიციელებმა და გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა ასე არ ხდება“.

ლიზა იასკო:

„მიშას მდგომარეობა ძალზე გაუარესებულია“.

დღის ცუდი ამბავი
უფლისციხესთან მტკვარმა კაცის ცხედარი გამორიყა

გავრცელებული ცნობით, უფლისციხესთან, სოფელ ქვახვრელთან მტკვარმა კაცის ცხედარი გამორიყა. ჯერჯერობით გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა უცნობია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედარი ერთ-ერთმა მწყემსმა შენიშნა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის კარგი ამბავი
ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადარჩა

ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილ მცირეწლოვანს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ ბათუმის იაშვილის კლინიკის პედიატრმა თამარ ბახტაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, მცირეწლოვანს წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს.

„ამ ეტაპზე პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანება, ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა. დანარჩენ კვლევებში სხვა პათოლოგიები არ შეინიშნება. მიმდინარეობს კვლევა და მონიტორინგი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. ჩვენთან ამ ეტაპზე ერთი ბავშვია შემოყვანილი“, - აღნიშნა ექიმმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„ამდენი გამწარებული ხალხი თქვენს ზურგზეა“ - ბათუმის მერის მოადგილეს ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა (ვიდეო)

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

დღის უცხოური ამბავი
ავღანეთში აფეთქებას 100 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ავღანეთის ქალაქ ქუნდუზის მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ andiegouniontribune.com იუწყება.

ტერაქტი შიიტი მუსლიმანების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს ყველაზე სისხლიანი ტერაქტია ავღანეთის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს.

მოძრაობა „თალიბანი“, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაშია, ვარაუდობს, რომ ტერორისტული შეტევა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.

თალიბებმა შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გააგზავნეს. ისინი მომხდარის გამოძიებას აპირებენ.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთში რამდენიმე ტერაქტი მოაწყო, მათ შორის ორი აფეთქება ქაბულში მოხდა.

დღის ფოტო

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ გადარჩენილი ბავშვი დედასთან ერთად.

დღის ვიდეო

როგორ დაიწყო კორპუსის ნგრევა ბათუმში.