მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში საწვავის ტარიფს აპროტესტებენ

ქუთაისის აქცია

საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისში აქციით გააპროტესტეს. ავტომობილის მძღოლები და აქტივისტები გაორმაგებულ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მათ ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, სიგნალებით მერიასთან შეჩერდნენ და გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოყვა.

მათი თქმით, ერთ კვირაში საწვავი 15 თეთრით გაძვირდა, რაც ავტომფლობელებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მოქალაქეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებენ. აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„თუ არ იქნება ჩვენი ხმის გაგონება, შემდეგ უკვე ვანახებთ რეალურად რამდენი ვართ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.