მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაისის აქციებზე ალტ-ინფო და ნამოხვანელები გაერთიანდებიან და ლიდერად ბატონ ლევან ვასაძეს გამოიყვანენ - გურამ ქართველიშვილი

მწერალი გურამ ქართველიშვილი Pia.ge

ლევან ვასაძე რევოლუციისთვის ემზადება? - რას ემსახურება 16 მაისს ალტ ინფოს მიერ დაგეგმილი აქცია და რა მოსაზრება აქვს მაისის აქციებთან დაკავშირებით გურამ ქართველიშვილს.

მწერალი და რეჟისორი უახლოეს პოლიტმოვლენებზე საკუთარ პროგნოზს აკეთებს:

„არ მინდა ხოლმე რამე დავწერო პოლიტიკაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მესინჯერში მრავალი შეკითხვა მომდის, ჩემს პროგნოზს ვიტყვი ორიოდ სიტყვით, მაგრამ არა საკამათოდ. მე ვფიქრობ, რომ მაისის აქციებზე ალტ-ინფო და ნამოხვანელები გაერთიანდებიან ხალხის წინაშე, ხოლო ორივე ერთად გამოიყვანს ლიდერად ბატონ ლევან ვასაძეს. ამ საერო პროცესს კი საპატრიარქო და საკმაოდ სერიოზული ჯგუფები უმაგრებენ ზურგს. ეს გახლავთ ჩემი რეალობიდან გამომდინარე პროგნოზი,“ - აცხადებს გურამ ქართველიშვილი.