მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე ინფექციურში არ მკურნალობს

ინფექციურის ცენტრი

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ინფექციურ საავადმყოფოში არ მკურნალობს. ამის შესახებ PIA.GE-ს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც ინფექციურში ამბობენ, ამ ეტაპზე დაწესებულებაში ყველა ადგილი დაკავებულია და პაციენტებს ვერ იღებენ.

მამუკა ხაზარაძე ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მდგომარეობა გართულდა და თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს სამკურნალოდ.