სხვადასხვა

მარიამ ქვრივიშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ძველ თბილისში უმასპინძლეს  

ძველი თბილისი
20:52 15.09
დაკოპირებულია

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილე უცხოელმა სტუმრებმა თბილისის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მათ მეგზურობა გაუწიეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიების მასპინძლად საქართველოს დასახელება, ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და ცნობადობის გაზრდას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ვუმასპინძლოთ ასეთ მნიშვნელოვან დელეგაციას.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. UNWTO - ის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართება, რაც დაეხმარება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, გააცნოს საკუთარი ბიზნეს-ხედვები და პროექტები პოტენციურ პარტნიორებს.

თბილისში საბჭოს 112-ე სხდომის მსვლელობისას, დაცული იქნება ყველა საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და წარმატებით მოქმედებს საქართველოში.
ღონისძიების მონაწილეებმა, საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე 72 სთ-ის ვალიდურობის PCR ტესტი ჩაიტარეს და საზღვარზე წარმოადგინეს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საფრანგეთის ჯ...
00:14
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს...
23:19 18.09
აქცია ისანში დევნილების აქცია ისანში კვლავ გრძელდება
ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკან...
„ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღე...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეტა...
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნ...
დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატ...
21:01 18.09
ბათუმში შსს-ს თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის...