მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩენზე, პროექტი „სხვა ენერგია“ - 21 აპრილის მსოფლიო ფოტოებში

21 აპრილი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

22 აპრილს სტივენ ლოურენსის ეროვნული დღესასწაულის წინ ბრიქსტონში დამონტაჟდა ინსტალაცია სახელწოდებით „არასდროს დაივიწყო სტივენ ლოურენსი“.
ბრიქსტონი, დიდი ბრიტანეთი 📸 მარტინ გოდვინი / The Guardian

გოგონები სეირნობენ ბალატას ლტოლვილთა ბანაკში, რამადანის თვეში.
ნაბლუსი, დასავლეთ სანაპირო 📸 Xinhua / REX / Shutterstock

ოსკარის ენთუზიასტი ვივიან რობინსონი დოლბის თეატრის წინ დგას 93-ე ოსკარის დაჯილდოების წინ, ამ კვირის ბოლოს.
ლოს-ანჯელესი, აშშ 📸 მარიო ანზუონი / „როიტერი“

მხატვარი კიმიო მიშიმა თავისი ნამუშევრით 21-A პოზირებს მედია პროექტისთვის „სხვა ენერგია“.
ტოკიო, იაპონია 📸 ფილიპ ფონგი / AFP / Getty images

ბავშვი ქალის გვერდით წევს, რომელიც ქარხანაში რამადანის ტრადიციულ ტკბილ კერძში გამოსაყენებლად ვერმიშელს ამზადებს.
ალაჰაბადი, ინდოეთი 📸 Prabhat Kumar Verma / ZUMA Wire / REX / Shutterstock

კლაუდია ბოლინგი, სერ ვალტერ სკოტის სახლის თანამშრომელი, აბბოტსფორდის გამოფენას მომავალ კვირაში გასახსნელად ამზადებს.
მელროზი, შოტლანდია 📸 მერდო მაკლეოდი / The Guardian

ფრთაგაშლილი ყანჩა მაი პოს ბუნების ნაკრძალში, რომლის ფართობი 1500 ჰექტარია.
ჰონგ კონგი, ჩინეთი 📸 Jérôme Favre / EPA

„ალიტალიას“ თანამშრომლები პოლიციასთან დაპირისპირებისას დემონსტრაციის დროს. თანამშრომლები აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია სახელმწიფო კომპანია უნდა გახდეს.
რომი, იტალია 📸 მასიმო პერკოსი / EPA

ახლად დაქორწინებული წყვილი კოცნის, მარილიან ველზე ფოტოსესიის დროს. მინდორს გვალვის გამო ფერი აქვს შეცვლილი.
ტაივანი, ტაივანი 📸 სემ იე / AFP / Getty images

ინდური ღვთაების ფორმებში ჩაცმული მამაკაცები ხალხურ ფესტივალზე პირბადეებს იკეთებენ, საზოგადოებაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ბანგალორი, ინდოეთი 📸 მანჯუნატ კირანი / AFP / Getty images

ხალხის რეაქცია დერეკ შოვინის განაჩენზე, რომელიც სამივე ინსტანციით დამნაშავედ ცნეს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში.
მინეაპოლისი, აშშ 📸 Stephanie Keith / ZUMA Wire / REX / Shutterstock

ზედხედი ქრისტეს ქანდაკებაზე, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ქანდაკების სიმაღლეს 7 მეტრით გადააჭარბებს.
ენკანტადო, ბრაზილია 📸 ბუდა მენდესი / Getty images

ვეძისელი ძაღლი
თბილისი, საქართველო 📸 ქეთი არაბული