მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი მედდა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ინტერესების დამცველები პაატა იმნაძისა და ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით, ადვოკატები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, ისინი იმ „ფლაკონის“ მიღებასაც ელოდებიან, რომლითაც მეგი ბაქრაძე აცრეს.

„გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში ჩაიდება. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ეს ფლაკონი დავათვალიეროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 სთ და 40 წუთი, ან თუ 11 სთ-სა და 40 წუთზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა“, – განაცხადა ბარამაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში გაიკეთა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა.

იგი, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა.

პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს წაუყენა.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედებათ, რაც პირადი მოტივით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებით გამოიხატა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

იხილეთ აგრეთვე:

✅მეგი ბაქრაძის საქმეზე ბარლდებულ სამედიცინო მუშაკებს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

✅„გამოძიება არასწორად მიდის, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი ბარძიმაძე და მაისურაძე“- მეგი ბაქრაძის მეუღლე

✅რა პასუხისმგებლობას დააკისრებს ჯანდაცვის სამინისტრო მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე ექიმებს?