სხვადასხვა

მეგის ქარდავას ექსტრადირება, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი, ავარია ავტობანზე - 17 სექტემბრის დღიური

დღიური
1631907173
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა

უკრაინიდან საქართველოში დღეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავა ექსტრადირება განხორციელდა.

თვითმფრინავი, რომლითაც მეგის ქარდავა ჩამოიყვანეს, უკვე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს.

ინფორმაციისთვის, ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა. ქარდავას სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა ბრალდება. ამასთან, სასამართლომ 5 საქმეზე ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქარდავა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს ორჯერ დააჯილდოვა.

⏩„დაჩქარებულად და დარღვევებით წარიმართა, პოლიტიკურ შეთანხმებას ჰგავს“ - მეგის ქარდავას ადვოკატი ექსტრადირებაზე

⏩ „წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს“ - თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე

დღის პერსონა

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა


ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა, Netflix-ს ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ.

საუბარია, მონაკვეთზე, როდესაც სერიალის ბოლო სერიაში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი ამბობს, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

როგორც ნონა გაფრინდაშვილი საჩივრის ტექსტში აღნიშნავს, სერიალში გამოგონილი პერსონაჟის სენსაციად გამოყვანა სცადეს, როცა იგი რეალურად გახდა სენსაცია, თუნდაც მაშინ, როდესაც 1968 წელს ურთულეს ტურნირში 3 კაცი მოჭადრაკე დაამარცხა. ამ დროს გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი ზარალის ასანაზღაურებლად Netflix-ს სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს სთხოვს, ასევე, სერიალ „ლაზიერის გამბიტიდან“ კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას.

დღის ფრაზები

მიხეილ სააკაშვილი:

„ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და ჩემზეც იმავეს იძახდნენ“

მაია რჩეულიშვილი:

„ყველას ბოდიშს ვუხდი“

დევი ტაბიძე:

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის საკლასო ოთახში დაწყება სახიფათოა “

თეა წულუკიანი:

„[მეგის ქარდავას] წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს“

დღის კარგი ამბავი

ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი მცირედით გაუფასურდა და ღირებულებამ 3.112 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.29 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6653 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6628 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 18 სექტემბრიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

ავტობანზე სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

იგოეთი-ნატახტრის გზაზე ავარია მოხდა, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ავტობანზე მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

დღის უცხოური ამბავი

ჩინელი ასტრონავტები 90-დღიანი მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ


კოსმოსში 90-დღიანი ვიზიტის შემდეგ სამი ჩინელი ასტრონავტი დაბრუნდა დედამიწაზე. ისინი იმყოფებოდნენ ჩინეთის ყველაზე ხანგრძლივ კოსმოსურ მისიაში. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ნი ჰაიშენგი, ლიუ ბომინგი და ტანგ ჰონგბო Shenzhou-12 კოსმოსურ ხომალდით დაბრუნდნენ.

კოსმოსური ხომალდი პარაშუტით დაეშვა გობის უდაბნოში, სადაც მას ელოდებოდნენ ვერტმფრენები და ავტომობილები. ტექნიკოსების ეკიპაჟმა დაიწყო კაფსულის ლუქის გახსნა, რომელიც დაუზიანებელი აღმოჩნდა.

„ჩინეთის ტექნოლოგიის დონის ამაღლებით, მტკიცედ მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი ასტრონავტი იქნება, ვინც ახალ რეკორდებს დაამყარებს,“ - განაცხადა მისიის მეთაურმა ნიემ.

2003 წლიდან ჩინეთმა კოსმოსში გაგზავნა 14 ასტრონავტი. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების შემდეგ გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც ეს დამოუკიდებლად შეძლო.

1990-იან წლებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გარიცხვის შემდეგ, რაც მოჰყვა ჩინეთის კოსმოსური პროგრამის საიდუმლოებას, ჩინეთმა ჩამოაყალიბა საკუთარი კოსმოსური სადგურების პროგრამა და გადადგა წინ პროგრესული ნაბიჯი.

დღის ფოტო

პარტია „საქართველოსთვის“ ცნობით, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ვატო გვაზავას მოსახლეობასთან შეხვედრაზე განათება გამოურთეს

დღის ვიდეო

მეგის ქარდავამ საქართველოში ექსტრადირების შემდეგ მიწას აკოცა…

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.