მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელიასა და კობახიძის დაპირისპირება, პროტესტი ბავშვთა ქორწინებას, ნაკრძალის ბინადარი პატარა პანდები -23 სექტემბრის მსოფლიო ფოტოებში

23 სექტემბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 23 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

რიო გრანდეს გადაკვეთის შემდეგ მიგრანტები ტოვებენ სასაზღვრო საპატრულო ავტობუსს და ემზადებიან ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად. აშშ-ში ათასობით ემიგრანტი, რომელთაც უმრავლესობა ძირითადად ჰაიტიდან არიან, თავშესაფარს ითხოვენ.
დელ რიო, აშშ 📸 Brandon Bell/Getty

ადვოკატმა მასაჩუსეტში ბავშვთა ქორწინების პროტესტის ნიშნად ჩაიცვა საქორწინო კაბა და პირზე ლენტი მიიმაგრა, რათა შეწყდეს ბავშვთა ქორწინება.
ბოსტონი, აშშ 📸 AFP/Getty

მუნ ჯეეინის საპრეზიდენტო თვითმფრინავის სავარძლებზე, ყუთებში მოთავსებულია ორი სამხრეთ კორეელი ჯარისკაცის ნაშთი, რომლებიც დაიღუპნენ 1950-53 წლების კორეის ომში.
ჰონოლულუ, აშშ 📸 Yonhap/EPA

ხანშიშესული ქალი იღებს სასურსათო პროდუქტების გზავნილს ახლომდებარე მაღაზიიდან, რომელიც რობოტმა მიუტანა.
მილტონ კეინსი, ინგლისი 📸 Daniel Leal-Olivas/AFP/Getty

ხალხი მონაწილეობს ფრიტაუნ კრისტიანიას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც დაფუძნდა 1971 წლის 26 სექტემბერს სამხედრო ნაწილში.
კოპენჰაგენი, დანია 📸 Mads Claus Rasmussen/Ritzau Scanpix/AFP/Getty

ორენბურგის რეგიონში სამხედრო პირები აჩვენებენ სამხედრო კამუფლაჟის აღჭურვილობას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამშვიდობო მისიის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სამხედრო ანტიტერორისტული სარდლობისა და საშტაბო სწავლების დროს. სწავლებაში მონაწილეობს 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე რუსეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან.
დონგუზი, რუსეთი 📸 Maxim Shipenkov/EPA

პატარა პანდები ისვენებენ ვოლონგის ეროვნულ ნაკრძალში - სიჩუანის პროვინცია, ჩინეთი.
ვოლონგი, ჩინეთი 📸 China Daily/Reuters

პერტის ზოოპარკში მცხოვრები ჟირაფი კიტოტო და მისი შვილი გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე. ზოოპარკი ატარებს საჯარო კონკურსს პატარა ჟირაფის სახელის დასარქმევად.
პერტი, ავსტრალია 📸 Paul Kane/Getty

ფრანკფურტის გარეუბანში ექსპოზიციის ფოტო გვიჩვენებს მანქანებს, რომლებიც ნისლში მოძრაობენ.
ფრანკფურტი, გერმანია 📸 Michael Probst/AP

ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.
📸„ტაბულა“