მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიაში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

აქცია მესტიაში

დაბა მესტიის შესასვლელთან აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

ისინი სასესხო ვალდებულებების გადავადებას მოითხოვენ.

როგორც მესტიელები ამბობენ, ისინი, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ტურიზმის სფეროში შექმნილი კრიზისის ფონზე, ვენარაირი სასესხო ვალდებულების გადახდას ვერ ახერხებენ და ხელისუფლებას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებენ. მესტიის მერი კი ამბობს, რომ მათ ვალდებულებები 6 თვით გადაუვადდათ.