სხვადასხვა

მეუფე იაკობის დაპირისპირება სააკაშვილთან, შუქრუთელების პროტესტი, დაპირისპირება ტვიშში - 10 ივნისის დღიური

დღიური
1623354741
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდს“ კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 13 პირი თბილისში, თელავსა და ქუთაისში დააკავეს.

„ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსაცლეად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად „გიბონა“), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად „ტყვლიპე“), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მ. მ. ( მეტსახელად „მემი“) დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით.

საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ზ. მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩს“) კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან.

მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა - ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს - მ.მ.-ს დაავალა.

ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

დღის პერსონა

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „თუ სააკაშვილს ქვეყანაში მობრუნება და პირველკაცობა უნდა, უცხოეთიდან არ უნდა იუხეშოს“.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სააკაშვილი ბელადომანიას უნდა მოეშვას.

სასულიერო პირმა ასევე ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ როცა დააპატიმრეს ვაჟკაცურად მოიქცა.

„მიშა რაღაცას, რომ ამბობს ჩემზე ... ქვეყანაში, რომ გინდა პირველკაცობა და მობრუნება, იქიდან რას გვეუხეშები? მაგან კარგად გაიხსენოს პრეზიდენტი, რომ იყო თუ მიბედავდა რამეს. ახლა იქ არის დამალული. ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს. მერე ჩვენი შეხვედრა გადაიღეთ ბოდიშებს მომიხდის თუ არა. ბოლოს და ბოლოს ბელადომანიას უნდა მოეშვათ.

ბიძინა ივანიშვილი ხომ წავიდა, წავიდეს ეგეც თავი დაგვანებოს, ნიკა მელიაც სხვანაირად მოიქცევა. ხალხიც უფრო დაუჭერს მხარს. არჩევნები გაიხსენონ აბა რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო. თუ უნდათ, რომ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ კარგად. ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა, ესენი კიდევ გარბიან უცხოეთში. მელია ხომ დაიჭირეს? მაშინ ვაჟკაცურად მოიქცა და დარჩა“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ მეუფე იაკობი გახარიაზე: რატომ უნდა მობრუნდეს, რა გაუკეთებია, ისევ სრული „ლოქდაუნი“ გინდათ?

✔️ „ივანიშვილმა აჯობა სააკაშვილს და ქვეყნიდან გააქცია“ - მეუფე იაკობი

დღის ფრაზები

მეუფე იაკობი

„სააკაშვილმა კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო თუ მიბედავდა რამეს“

მეუფე იაკობი გახარიაზე:

რატომ უნდა მობრუნდეს, რა გაუკეთებია, ისევ სრული „ლოქდაუნი“ გინდათ?

მეუფე ნიკოლოზი

„ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო“

რომან გოცირიძე უმრავლესობას:

„თაფლაკვერის და მათრახის მეთოდი გამოიყენეთ?!“

ალეკო ელისაშვილი

„კეთილი ინებე და იმუშავე, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა“

დღის კარგი ამბავი

შუქრუთელების პროტესტი დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მოშიმშილეები კომპანიასთან

აშშ-ის საელჩოს შენობასთან შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი დასრულდა. მათ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და შიმშილობა შეწყვიტეს.

როგორც შუქრუთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, დიალოგის შედეგად მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაზარალებული მოსახლეობის ზიანს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს.

„მოშიმშილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული დიალოგის შედეგად მოხდა შეჯერება არსებულ მოდელზე და ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, ეს დოკუმენტი გამყარებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართულობით, რომელიც შეაფასებს არსებულ, მიყენებულ ზიანს, რაც ოფიციალურად აისახა დოკუმენტში ორივე მხრიდან ხელმოწერით და ამის შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, შევწყვიტეთ შიმშილობა და პროტესტი“, - აღნიშნა გიორგი ნეფარიძემ.

მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთის 11 ადამიანი 29 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება იყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი „შუქრუთი +“ განცხადებას ავრცელებს

✔️ „ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა“ - შუქრუთელების პროტესტი

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კოვიდინფიცირებით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 335 1954-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4996 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 337023 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,75%, ბოლო 7 დღის - 2,59%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

👉 705 ინფიცირება, 1128 გამოჯანმრთელება, 14 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 184 ადამიანი აიცრა

დღის უცხოური ამბავი

ასადის ძალებმა და რუსულმა ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

სირიის იდლიბის პროვინციაში ბაშარ ასადის ძალებმა და რუსულმა ავიაციამ შეტევა განახორციელა, რომლის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 დაიჭრა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შეტევაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.

რუსულმა ავიაციამ ავიაიერიშები განახორციელა იდლიბის პროვინციის სოფელ ალ-მოზარაზე, ბელიუნზე და კაფარ ავიდზე.

ცნობისთვის, სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში 500 000 მეტი ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონი იძულებული იყო საკუთრი სახლები დაეტოვებინათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ აბრუნებს მკაცრ რეგულაციებს

👉 ალბანეთის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა

დღის ფოტო

ქალი წველის ძროხას. 📸ნათელა გრიგალაშვილი

დღის ვიდეო

ხმაური იყო ტვიშში. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ნამოხვანჰესის მოწინააღმადეგეებს შორის მოხდა.არსებული ინფორმაციით, კომპანიას ხეობაში საწვავი და პროდუქტი შეჰქონდა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.