მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე ნიკოლოზი: იესოს, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, ზოგი ამბობდა, რომ რა საჭირო იყო ამის გაკეთება

ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მეუფეს მის მიმართ კრიტიკა არ სწყინს და ახსენებს ქრისტეს, რომელსაც ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს.

„იესოს, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, ზოგი ამბობდა, რომ რა საჭირო იყო ამის გაკეთება, გაყიდულიყო ეს ნელსაცხებელი და გლახაკებს დარიგებოდა ეს ფულიო... ახლა ვითომ გლახაკებს, იესოსგან რამე აკლდათ.

იცით ალბათ, ხომ, ეს ადამიანი, ვინ იყო - ეს იყო იუდა, რომელსაც, ასე წერია სახარებაში, რომ გლახაკების დარდი არ ჰქონდა" - განაცხადა სატელევიზიო ეთერში მეუფე ნიკოლოზმა.

ინფორმაციისთვის მეუფე ნიკოლოზი ერთ-ერთი ცნობილი სატელეფონო ბრენდის მომხმარებელია, ერთ-ერთმა კომპანიამ კი მას ძვირადღირებული ტელეფონი აჩუქა. მეუფეს თქმით, მას უმაღლესი ხარისხისა და მონაცემების მქონე ტელეფონი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის განსახორციელებლად, კერძოდ კი ფილმის გადასაღებად სჭირდება.