მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე პეტრე: მართლმადიდებელ ეკლესიაში უზნეობა ყარს

მეუფე პეტრე ცაავა

„ყარს უზნეობა, უკანონობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში“,- ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა.

მისი თქმით, ერი ფეხზე უნდა დადგეს და მოითხოვოს საეკლესიო რეფორმა.

„ეკლესია არ არის მხოლოდ სამღვდელო დასი, ეს უნდა ვიცოდეთ, ეკლესიის გადამრჩენელი, მისი ზნეობის და სიწმინდის შენარჩუნების გარანტი არის ერი, მრევლი და არა იერარქია“,- აღნიშნა მეუფე პეტრემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მან მარტვილის საკათედრო ტაძარში დღეს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, სადაც საეკლესიო მსახურების დროს რამდენიმე სასულიერო პირმა და მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „მთავარის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ტაძარი დაატოვებინეს.

„მათ არ აქვთ უფლება, ბატონ-ყმური დამოკიდებულება ჰქონდეთ, ვიღაცას უბრძანონ დატოვე ტაძარი. მორმწუნე მრევლი უნდა აღუდგეს, ეს არ არის ქრისტიანობა. ეს არის ცრუ ქრისტიანობა, საბჭოთა მემკვიდრეობა“,- აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.