მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივესალმებით კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესის ნებაყოფლობითად გამოცხადებას“ - წერია წმინდა სინოდის ოქმში

მღვდელმთავრები და პატრიარქი

წმინდა სინოდის დადგენილებით, ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

„ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid - 19 - ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.“ - წერია წმინდა სინოდის ოქმში.

სინოდის წევრები მადლობას უხდიან ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

მათი თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.