სხვადასხვა

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდეს და გამოსასყიდ, „სახნავი“ კატეგორიის მიწებს დაემატოს სათიბებიც“- ნათია თურნავა

მიწა
1617893248
დაკოპირებულია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში - სახელმწიფოს მიერ  იჯარით გაცემულ  „სახნავი“ კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომელთა გამოსყიდვაც შეუძლიათ მეიჯარეებს, დაემატა „სათიბი“ მიწების კატეგორიაც, ასევე მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც მოიჯარეებისთვის მხოლოდ 10 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა. პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.

„პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქონება იყოს ჩართული ეკონომიკაში, ქმნიდეს დოვლათს და ასაქმებდეს ადამიანებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ფართოვდება ის მექანიზმი, რომლითაც მოიჯარეები შეიძენენ და გამოისყიდიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რაზეც წლების განმავლობაში, იჯარის პროცესში აქვთ გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, ამუშავებენ მიწებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება და მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება აქვთ ხელთ, არ შეუძლიათ საბანკო დაფინანსების მოზიდვა, ასევე შეზღუდულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში და შესაბამისად, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ეს სიკეთე“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, მოიჯარეები შეძლებენ პირდაპირი გამოსყიდვის წესით, საბაზრო ფასად შეისყიდონ ნებისმიერი ზომის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

„აქამდე ეს 10 ჰექტრით იყო შეზღუდული და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოსასყიდ მიწებს ემატება გაიჯარებული სათიბებიც. ჯამში ეს არის 11 000 ჰექტარზე მეტი მიწა, რომელიც თავის კერძო მესაკუთრეს ნახავს და ეს არის 2 200-ზე მეტი გლეხი, ფერმერი, რომელიც არა უბრალოდ მოიჯარე იქნება, არამედ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციის ჩადებას შეძლებს მიწის აქტივში და ეს არის ათასობით დასაქმებული ადამიანი, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან და მნიშვნელოვანი შენატანი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პროგრამაში შევიდა, დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ვადასთან - კერძოდ, შესაძლებელი გახდა მოიჯარემ სახელმწიფოსგან გამოისყიდოს 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე), რაც კიდევ უფრო გაზრდის დაინტერესებას და პროგრამის ეფექტიანობას.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.