მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მკვლელობა მარნეულში, გამყარებული ლარი და წყალდიდობა ავსტრიაში - 21 ივლისის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

მარნეულში ორი ადამიანი მოკლეს

მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში მკვლელობა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კაცი ნათესავის ოჯახს თავს დაესხა.

კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. კაცი ცოლთან განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი და ასევე, დაჭრილია ორი პირი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, 1992 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი - 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის - 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის - 1996 წელს დაბადებული ა.პ. - ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის პერსონა

„დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა სატელევიზიო ეთერში, დელტა შტამსა და ვაქცინაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „დელტა შტამი“ ძალიან ჰგავს გრიპს.

„სამწუხაროდ ჩინურ ვაქცინებზე დიდი კვლევები, თუ როგორ მოქმედებს და მუშაობს შტამებზე, არ ტარდება. „სინოფარმის“ ვაქცინა ყველა შემთხვევაში იცავს ჰოსპიტალიზაციისგან.

რამდენად იცავს „სინოფარმის“ ვაქცინა „დელტა შტამისგან“, ეს რთული საკითხავია. ვერაგობა ამ ვირუსს აქვს ის, რომ ასიმპტომურში შეიძლება სიმპტომი არ გქონდეთ და ვირუსს ავრცელებდეთ სხვებში, რომელთაც არ აქვთ იმუნიტეტი ან არ არიან აცრილები.

„დელტა შტამის“ ავადობა ძალიან ჰგავს გრიპს და უმეტესობას ჰგონია, რომ ეს არის უბრალოდ გაციება. ისრაელმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, 70%-ს აცრილების „დელტა შტამი“ ისე ჰქონდათ გადატანილი, არც კი იცოდნენ.

„დელტა შტამის“ თავისებურება არის არა ის თუ, როგორ მიმდინარეობს დაავადება, არამედ ის, რომ ვერაგია და სწრაფად ვრცელდება. თუ ორიგინალური შტამი 1 ადამიანიდან 4 ასნებოვნებდა, „დელტა შტამით“ ერთი თორმეტს ასნებოვნებს. ისეთი მუტაცია წავიდა, რომ მას შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არი“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“

დღის ფრაზები

იაგო ხვიჩია:

„კალაძე შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია“.

ალეკო ელისაშვილი:

„კახა კალაძე როგორც შოუმენი ნიჭიერია, როგორც მერი - ნულის ფასი“.

პაატა იმნაძე:

„ვინც აცრილია, ის დაცულია მძიმე მიმდინარეობისგან“.

ივანე ჩხაიძე:

„საქართველო რეალურად არის მეოთხე ტალღის ფაზაში“.

თამარ გაბუნია:

„ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არის“.

გიორგი ფხაკაძე:

„აგვისტო იქნება უმძიმესი, ნოემბრის რიცხვები ორ კვირაში დაგვეწევა“.

დღის კარგი ამბავი

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0950 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0962 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.12 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6437 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.55 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3602 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2166 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 ივლისიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 943 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 393 360-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 618 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 368 073 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,42%, ბოლო 14 დღის - 5,03%, ბოლო 7 დღის - 5,53%.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პირბადის ტარება ღია სივრცეში შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“

👉 სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარება საკმარისი იქნება

👉 „დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არის“

დღის უცხოური ამბავი

წყალდიდობა ავსტრიაში - ვენაში მეტრო დაიტბორა

გერმანიის და ბელგიის შემდეგ ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა ავსტრიაშიც გამოიწვია. ამის შესახებ wsj.com იუწყება.

სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება, რომელზეც ვენის დატბორილი მეტრო არის გადაღებული. ავსტრიის დედაქალაქში მეტროს ორი სადგური დაიხურა.

ბავარიის მხარეში, რომელიც ავსტრიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, ერთი ადამიანი დაიღუპა. ავსტრიამ დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ფოტო

ულამაზესი ევროპული შველი კინტრიშის ეროვნული პარკიდან.

დღის ვიდეო

შოკის მომგვრელი ვიდეო - ავსტრიაში ადიდებულმა წყალმა ორი ადამიანი გაიტაცა.