მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მორიგი თავდასხმა „ენკას“ თანამშრომელზე (ვიდეო)

ენკას თანამშრომელს ადგილობრივები თავს დაესხნენ Pia.ge

კომპანია „ენკას“ თანამშრომელს თავს დაესხნენ. ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ვიდეოში ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა „ენკას“ თანამშრომელს სატვირთო ავტომობილით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ისინი ავტომობილს ქვებს ესვრიან და მძღოლს აგინებენ.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.