სხვადასხვა

მთავრობის დამტკიცება, შეზღუდვების მოხსნის ანონსი - 22 თებერვლის დღიური

PIA.GE-ს დღიური
1614023443
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

პარლამენტმა, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ასეთია:

პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათელა თურნავა
  • თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე
  • იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი
  • ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი

👉 ირაკლი ღარიბაშვილს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება

👉 ირაკლი ღარიბაშვილი: ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, სრული მხარდაჭერა ექნება

დღის ფრაზები

კახა კახიშვილი:

გაუგებარია, ყაზბეგში არაა კოვიდი და სხვაგან არის?

დავით ზილფიმიანი:

9 წელი ერთი, 9 წელი მეორე, რამდენი წელია ეს სიცოცხლე, გამაგებინეთ.

მიხეილ სააკაშვილი:

საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება.

დღის პერსონა

„ამ რადიკალურ, უკვე ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან მე საუბრისა და დიალოგის არავითარი განწყობა არ მაქვს“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგისთვის მზადაა.

ირაკლი ღარიბაშვილი მისი მისამართით გაკეთებულ ცილისწამების კამპანიასაც გამოეხმაურა.

„ამ დღეების განმავლობაში ვისმენ არნახულ ცილისწამებათა კასკადს, ნიაღვარს, ჩემი მისამართით. მე ვახსენებ მათ, რომ ბოლო ერთი წელი ვიყავი თავდაცვის მინისტრი... რაღაც არნახული სიბინძურე, ყველაფერი უბედურება, რაც შეიძლება ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში, რაც მათ აქვთ გაკეთებული, ის ღალატი, ის უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს - ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ! როგორ შეიძლება ადამიანს დააბრალო, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, რომ თურმე მე რუსებს მოვაკვლევინე 6 სპეცრაზმელი? გამოდის ეს თვითონ მთავარი მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინო, ჩვენი ერის და ჯარის სირცხვილი, მთავარსარდლად წოდებული, რომელიც ყველამ ვიხილეთ 2008 წელს გართხმული მიწაზე...“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის კარგი ამბავი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების მიხედვით შემსუბუქდება შეზღუდვები.

„უკვე ვისაუბრე გუნდთან, ჩვენ ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს და ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება.

შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ცუდი ამბავი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი ლართან გამყარდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3084 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3084 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3069 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0149 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.11 ლარი შეადგინა.

დღის უცხოური ამბავი

თეირანი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის ბირთვული ობიექტების მონიტორინგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

„ინტენსიურმა კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო. ჩვენ დროებით ტექნიკურ შეთანხმებას მივაღწიეთ. სააგენტო ირანის ბირთვული ობიექტების ვერიფიკაციას და მონიტორინგს გააგრძელებს“ - დაწერა „ტვიტერში“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ თეირანში გამართული მოლაპარაკების კომენტირებისას.

შეთანხმების მიხედვით, ირანის ბირთვული ობიექტების მონიტორინგი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ვიდეო

აშშ-ში თვითმფრინავმა ძრავის ნაწილები დაკარგა

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. 

1614581491

„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614581310

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე  გაგრძელდება.

1614580716

მაინმარში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

1614579874
ქვეყნები რომლებსაც
„პისიარ“ ტესტის
უარყოფითი პასუხით
საქართველოში შემოსვლა
შეეძლებათ

დღეიდან PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართვე...

„PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

1614579110
დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართ...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. 

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევრო...

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია. 

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.