PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
„ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.
„დღეს შეხვედრა შედგა ძირითადი სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მენეჯმენტთან. ეს არის ის ბიზნესი, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო, თუ როგორ იფუნქციონირებს ეს ქსელები, ისე, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება.
⏩ „გალერია თბილისის“ დირექტორი: თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება
⏩ „შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში“ - ტიკარაძე
„რაც შეეხება ქადაგების შინაარსს, რომელიც რამდენიმე საკითხს ეხებოდა, ზოგიერთი თემა არ იყო ისე განმარტებული, როგორც ეს არის მისაღები. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას სურდა სწორი პოზიცია გამოეხატა, თუმცა არასწორად გამოთქვა ზოგიერთი შეხედულება. მისი შეფასებისას იყო გარკვეული ხარვეზები“,- ასე ეხმაურება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი დეკანოზ თადეოზის ქადაგებას.
მეუფეს თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ დეკანოზს საეკლესიო მოღვაწეობის დიდი სტაჟი აქვს და მას ჭიათურაში დიდ პატივს სცემენ.
„ამ ადამიანს ორ ათეულ წელზე მეტი აქვს საეკლესიო მოღვაწეობის სტაჟი და მას ჭიათურაში დიდ პატივს სცემენ. ჩემთვის არ იყო ცნობილი, რომ იგი თავის ქადაგებებს დებდა სოციალურ ქსელში. როცა გავიგე ამის შესახებ, მე ეს არ მოვუწონე. დარწმუნებული ვარ, იგი ამ საკითხს განიცდის და მსგავსი რამ არ განმეორდება. საეკლესიო კანონიკის მიხედვით განვიხილავთ ამ შემთხვევას და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მეუფე დანიელმა.
მეუფე იაკობი:
სამწუხაროდ, ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად.
ვახო მეგრელიშვილი:
ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ვიღაცას უნდა ადარდებდეს ქვეყანაში ოპოზიციის ბედი და როგორც ჩანს, ეს ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამაზე რაღაცას ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, არის მიხეილ სააკაშვილი და დაველაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილს.
შალვა ნათელაშვილი:
როცა ხალხი დაინახავს, რომ ბრძოლას არ ვწყვეტთ და თავგანწირვისთვის მზად ვართ, ისინიც გამოვლენ.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.42 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9982 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0032 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.50 თეთრი შეადგინა.
„იმ ტაქსის მძღოლებმა ვინც ლიცენზიას ფლობს, აუცილებელია ტექდათვალიერება გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება ჩამოერთმევათ და ჩამოერთმევათ ლიცენზია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
კალაძის თქმით, ტექდათვალიერება აუცილებელია იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ამ სერვისს ეწევა.
„იცით, რომ თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექინსპექტირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინმა ჯოზეფ ბაიდენს მიულოცა შეერთებული შტატების პრეზიდენტად მუშაობის დაწყება. მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დააკმაყოფილებს ორივე ქვეყნის ინტერესებს. ისინი შეძლებენ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
უახლოეს დღეებში მხარეები დაასრულებენ ყველა საჭირო პროცედურას, რათა უზრუნველყონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის შემდგომი ფუნქციონირება ბირთვული სარაკეტო არსენალების ურთიერთშეზღუდვისთვის.
ჯვრის მონასტრის მახლობლად გაყინული პატარა ტბა. ფოტო: shermazana
მურა დათვი კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.
თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.