სხვადასხვა

მუნიციპალური ტრანსპორტი ბრუნდება, ჭიათურაში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა - 11 მაისის დღიური

დღიური
1620762235
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 მაისიდან აღდგება

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 მაისიდან მოიხსნება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

„ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია შესაბამისად შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო-სააღმზდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის, 2-დან-12 მაისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით მოძრაობა შეზღუდული იყო.

დღის პერსონა

„არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადაწევაზე ვიფიქროთ“- თამარ გაბუნია

„ახლა პიკში ვართ, არ არის გამართლებული, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის, კომენდანტის საათის გადაწევაზე ვისაუბროთ“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად პიკს შევამსუბუქებთ, შემდეგ უკვე შეგვეძლება გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უქმეების შედეგად ჩვენ არ გვაქვს კოვიდით ინფიცირებული პირების ნახტომისებური მატება და ასეთი შედეგი მობილობის შეზღუდვის გამო გვაქვს, რაც უქმეებზე გატარდა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅Sinopharm-ით აცრის კითხვარს ახალი პუნქტები დაემატა - განმარტება

✅„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ვინც „ფაიზერით“ აიცრა, სპერმასთან პრობლემები არ აქვს“ - გიორგი ფხაკაძე

✅„მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება „რემდესივირის“ მარაგის შევსება“ - თამარ გაბუნია

დღის ფრაზები

ივანე ჩხაიძე:

„ჯერჯერობით ვალდებულება მესამე ვაქცინის გაკეთების არცერთ ვაქცინასთან დაკავშირებით არ დგას“

გიორგი ფხაკაძე:

„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ვინც „ფაიზერით“ აიცრა, სპერმასთან პრობლემები არ აქვს“

თამარ გაბუნია:

„საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი „ასტრაზენეკასთვის“ შემცირდეს 45 წლამდე“

თამარ გაბუნია:

„ვმუშაობთ ეგვიპტესთან, რომელიც ასევე ავტორიზებულია გილიადის მიერ „რემდესივირის“ წარმოებასთან მიმართებაში და მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება აღნიშნული პრეპარატის მარაგის შევსება“

ამირან გამყრელიძე:

„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“

ალეკო ელისაშვილი:

„უგულავა აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსია, არარაობაა ჩემთვის“

დღის კარგი ამბავი

13 მაისიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება აღდგება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან ერთად, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება.

ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

✅მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 მაისიდან აღდგება

✅„მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდვაქცინაციის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ“ - ღიბრაძე

დღის ცუდი ამბავი

ჭიათურაში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

ჭიათურაში აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეცისგან“ მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ცხოვრება მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ.

შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და მიყენებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ პროტესტის მონაწილეები კერძო აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს სხვების შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეცი“ მათი ეზოების ქვეშ მადანს მოიპოვებს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები დაიბზარა ხოლო სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა, აღნიშნული კომპანია კი კომპენსაციას არ იხდის.

„85 დღეა მიმდინარეობს აქცია, თითოეული აქ მდგომი ადამიანის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და კომპანიისგან ვითხოვთ ელემენტარულ ყურადღებას და კანონის შესაბამისად ნორმალურ ანაზღაურებას. ამ 85 დღის მანძილზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა კომპანიის მხრიდან და იძულებული გავხდით უკიდურესი ფორმისათვის მიგვემართა, ამოვიკერეთ პირი და დავიწყეთ შიმშილი“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეცის“ წარმომადგენლის ვლადიმერ სალაძეს განცხადებით, კი აქციის 2 მონაწილე არ დათანხმდა კომპენსაციის გაცემას, ხოლო მესამე პირს უკვე გადაეცა 2018 წელს საცხოვრებელი სახლი.

„იმ სამი პიროვნებიდან რომელთაც მოაწყვეს აღნიშნული აქცია, ორი მათგანის მფლობელობა არის შეფასებული სახელმწიფო აუდიტის მიერ, თანხა აღემატება საბაზრო ღირებულებას, ჩვენთვის გაუგებარია თუ რატომ არ დათანხმდნენ კომპენსაციის გაცემას. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, ეს ოჯახი არის ეკომიგრანტები და შესაბამისად 2018 წელს მუნიციპალიტეტის მიერ დაკმაყოფილებული იქნა აღნიშნული ოჯახი საცხოვრებელი სახლით, გაურკვეველია ამ პიროვნებების მოთხოვნა.

კომპანიამ დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასი ლარის ფარგლებში უკვე საკომპენსაციო თანხა დაარიგა სოფელში, რა თქმა უნდა, ყველა არ იქნება კმაყოფილი“- განაცხადა ვლადიმერ სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში პროტესტი 85 დღეა მიმდინარეობს და ადგილობრივები კომპანიას მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

დღის უცხოური ამბავი

ყაზანში სკოლაზე თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი

ყაზანის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. სროლის შედეგად დაღუპულია მასწავლებელი და რვა მოსწავლე, ოთხი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მოხდა აფეთქებაც. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, ის 17 წლისაა.

სკოლასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს მოსწავლეების ევაკუაცია.

ქალაქის ყველა სკოლაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

დღის ფოტო

ჰამასის“ გაშვებული რაკეტა ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა

დღის ვიდეო

პალესტინელებით დასახლებული ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც არიან.

რეიდი ისრაელის საბრძოლო ავიაციამ განახორციელა. ის ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე რაკეტის საპასუხოდ განხორციელდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად მსჯელობს.

1624450415

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან და მეკავშირე ოფიცერთან, იაცეკ სტოხელთან შეხვედრა გამართა.

1624450309

პარლამენტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

1624450205

ხვალ თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც 27 ივნისის ჩათვლით ფიზიკურ სივრცეში გაგრძელდება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.

1624450082
ინციდენტი შავ ზღვაში

რუსმა სამხედროებმა ბრიტანული ხომალდის მახლობლ...

რუსმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბრიტანული საესკადრო ნაღმოსნის მახლობლად, გაფრთხილების მიზნით ოთხი ბომბი ჩამოაგდეს. ინციდენტი შავ ზღვაში, ყირიმის სიახლოვეს მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ბობოყვათში პროტესტის ნიშნად აქციის მონაწ...

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში...

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

კიევის წყალსაცავში რამდენიმე დღის წინ და...

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.