სხვადასხვა

ნაძალადევის რაიონში სადმელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონში
10:14 14.10
დაკოპირებულია

ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 527 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო: დამონტაჟდა 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები. ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ბოლო ეტაპის სამუშაოებსაც გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ. სადმელის ქუჩა, სადაც დაახლოებით 60 წელია გზა არ შეკეთებულა, სრულად რეაბილიტირდა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება. არც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აღარ შეექმნებათ დისკომფორტი“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

სადმელის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 583 000 ლარი გამოყო.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური „პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...