სხვადასხვა

ნაკადულზე წაქცეული ხე, მოხეტიალე ქვიშის გაზელი, ტრანსგენდერების დაბრუნება ჯარში - 26 იანვრის მსოფლიო ფოტოებში

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 26
იანვარი 2021 წ.
1611681220
დაკოპირებულია

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ლოიდ ოსტინი. პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, ხელს აწერს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერ პირებს სამხედრო სამსახურის გავლა კვლავ შეეძლებათ.
ვაშინგტონი, აშშ 📸 Getty Images

ჩერილ ჯონსონი, ნენსი პელოსი და იმპიჩმენტის საქმის მონაწილეები, თეთრი სახლიდან გადადიან აშშ-ის კაპიტოლიუმში. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 8 თებერვალს დაიწყება.
ვაშინგტონი, აშშ 📸 ჯიმ ლო სკალცო / EPA

პროტესტის მონაწილეები მართავენ სატვირთო მანქანას, რომლითაც დედაქალაქში გადაადგილებას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
ახალი დელი, ინდოეთი 📸 Altaf Kadri / AP

რესპუბლიკის ოფიციალური დღესასწაულის დროს მოედანზე ერთმა ჯარისკაცმა გონება დაკარგა.
სინაგარი, ქაშმირი 📸 Anadolu / Getty Images

ნავთობისა და გაზის კომპანიის თანამშრომლები ქარხნის დახურვას და მათი ბიოსაწვავის წარმოებაში გადაყვანის საკითხს აპროტესტებენ.
პარიზი, საფრანგეთი 📸 კრისტოფ პეტი-ტესონი / EPA

ებრაელი ჯარისკაცები პალესტინელი მამაკაცის გვამთან. კაცი გიტა-აბსარის ტაძარზე თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გიტაი ავიზარ, დასავლეთ სანაპირო 📸 ჯაფარ აშტიე / AFP / Getty Images

გასულ შაბათს მოკლული სარა მარია გარსიას ნათესავები და მეგობრები მისი დაკრძალვის დროს. გოგონა დაუდგენელმა პირებმა მოკლეს. ბუგას მერიამ და ვალე დელკაუკას შტატის გუბერნატორმა დამნაშავეების შესახენ ინფორმაციის მიწოდებისთვის 200 მილიონ პესომდე ჯილდო დააწესეს.

ბუგა, კოლუმბია 📸 ხუან ბი დიაზი / AP

ამწე წმენდს ნარჩენებს, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის ძირშია დაგროვილი.

პრიბოი, სერბეთი 📸 დარკო ვოინოვიჩი / AP

პეკინში პოლიცია ცდილობს წესრიგის დაცვას, როცა შაბათ-კვირას კორონავირუსის გამო კომენდანტის საათის შემოღებას არეულობის მეორე ტალღა მოჰყვა.
როტერდამი, ნიდერლანდები 📸 მარკო დე სვარტი / ANP / AFP / Getty Images

ჯანდაცვის მუშაკები კოვიდკლინიკაში პაციენტების სამკურნალოდ მივიდნენ სპორტსმენებისთვის განკუთვნილ სოფელში, რომელიც თავდაპირველად 2018 წლის აზიური თამაშებისთვის აშენდა.
ჯაკარტა, ინდონეზია 📸 აჟენგ დინარი ულფიანა / როიტერი

ძაღლი სათხილამურო სათვალით თაიმს სკვერზე.
ნიუ-იორკი, აშშ 📸 ჯონ ანჯელილო / UPI / Rex / Shutterstock

მამრობითი სქესის ლომის ბოკვერი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩნდა იკვებება ველური ბუნების ჯანმრთელობისა და კვლევის ცენტრში.

სინგაპური ველური ბუნების ნაკრძალები სინგაპური 📸 / AFP / Getty Images

განსაკუთრებული საჭიროების სფეროს მუშაკების გამოსახულებები სიდნეის ოპერის თეატრზე ავსტრალიის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას.
სიდნეი, ავსტრალია 📸 დენ ჰიმბრეხტი / AAP

ჯორჯ ბეილი, ქვეყნის ერთ-ერთი უხუცესი გაზეთების დამტარებელი, 80 წლის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა.
ჰედკორნი, ინგლისი 📸 გარეტ ფულერი / PA

არაბული ქვიშის გაზელი ქალაქის გარეუბანში გამოჩნდა.
ალ-აინი, აბუ დაბი 📸 კარიმ საჰიბი / AFP / Getty Images

Taunus–ის რეგიონში დიდთოვლობის შემდეგ ნაკადულის თავზე წაქცეული ხე.
ფრანკფურტი, გერმანია 📸 მაიკლ პრობსტი / AP

ჯიხვის პატარა ფოთრები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს კიდევ უფრო ამშვენებენ.
ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკი, საქართველო 📸 დაცული ტერიტორიების სააგენტო.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.

1614349136

წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.

1614348294

ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.

1614348213

„პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ - ახლა კონცერტი თუ გიშველით მარტო“ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიტინგს ეხმაურება.

1614347201
მთავრობის ადმინისტრაციის
უფროსის მოადგილე

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციას ტოვე...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თავად სიჭინავა Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს. 

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

ნიგერიაში „ბოევიკებმა“ 300 გოგო გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „ბოევიკები“ სკოლას თავს დაესხნენ და 300-ზე მეტი გოგო გაიტაცეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.  

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ე...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.