სხვადასხვა

ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში, ჯეფ ბეზოსის გაფრენა კოსმოსში და გამყარებული ლარი - 20 ივლისის დღიური

PIA.GE-ს დღიური
1626812290
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა - ამირან გამყრელიძე

„საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა ისევ სავალდებულო გახდეს

👉 პანდემია შორსაა დასრულებიდან

👉 შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, აიცერით

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“

დღის პერსონა

ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება, რადგან სარიტუალო ღონისძიებებზე კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა ასეთ ღონისძიებებზე დასწრებისას ადამიანები ინფიცირდნენ და გარდაიცვალნენ.

„იღუპებიან ჩვენი ახლობლები, ჩვენი ნათესავები. რა გითხრათ, აღარ ვიცი, მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. სამწუხაროდ, შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანოთ, უბრალოდ ვერ დავასახელებ, რადგან ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაციები.

ქელეხის შემდეგ, მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონათი. ეს ახლახან მოხდა, ერთ-ერთ რაიონში. ვერ გეტყვით, ეს ადამიანი, ვინც ქელეხი მოაწყო, ხელისუფლების მომხრე იყო თუ მოწინააღმდეგე. მე ის ვიცი, რომ ადამიანი დაიღუპა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პირბადის ტარება ღია სივრცეში შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“ - ამირან გამყრელიძე

👉 „რაც შეიძლება იზოლირებულად, სახლში და ხალხმრავალი ადგილებისგან მოშორებით გაატარეთ ეს ზაფხული“- კულუმბეგოვი

დღის ფრაზები

ჰანს ჰენრი კლუგე:

„პანდემია შორსაა დასრულებიდან“

თაკო ჩარკვიანი:

„არ ვაპირებ იაგო ხვიჩიას წყლის პოსტოლეტით წუწაობას პოლიტიკაში“.

ამირან გამყრელიძე:

„გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“.

პაატა იმნაძე:

„ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება“.

ზაზა წერეთელი:

„შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“ .

იაგო ხვიჩია:

„მარტივი არაა კალაძეს გასცდე და გოლი გაიტანო, ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს“.

ირაკლი ღარიბაშვილი:

„ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს“.

რომან გოცირიძე:

„ნუთუ კალაძეს კარგი პიარ სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში დანიშნა, ეს „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“ ასოცირდება“.

დღის კარგი ამბავი

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0962 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.14 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6492 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6592 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3619 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2210 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 ივლისიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს კლინიკის ექიმმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

ექიმის განცხადებით, ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჩვილი 2 თვის ასაკის იყო.

დღის უცხოური ამბავი

ჯეფ ბეზოსი დღეს კოსმოსში გაფრინდა

ამერიკელი მილიარდერი, კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდა. მასთან ერთად კოსმოსში ბეზოსის ძმა, მარკი და 82 წლის ყოფილი პილოტი ქალი უოლი ფანკი გაფრინდნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

მეოთხე ასტრონავტი 18 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი იყო. კოსმოსური ხომალდი New Shepard კომპანია Blue Origin-მა შექმნა, რომელიც ბეზოსმა 2000 წელს დააარსა. ხომალდი ბეზოსის კოსმოდრომიდან აფრინდა, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს.

ხომალდი 100 კმ-ის სიმაღლეზე აფრინდა, ხოლო შემდეგ დედამიწაზე მართვადი დაფრენა განახორციელა.

YouTube-ში ბეზოსის ხომალდით ფრენა პირდაპირ ეთერში იყო ნაჩვენები. ექსპერტები ამას მილიარდერთა კოსმოსური რბოლის ახალ ეტაპს უწოდებენ.

ამასთანავე, ბეზოსის და რიჩარდ ბრენსონის გაფრენაზე ექსპერტები ბოლომდე ვერ თანხმდებიან არის თუ არა ეს ნამდვილად კოსმოსში გაფრენა. საქმე ისაა, რომ სპეციალისტები დღემდე ვერ შეთანხმდნენ, სად მთავრდება დედამიწის ატმოსფერო და იწყება კოსმოსი, მიახლოებით ეს 100 კმ-ის სიმაღლეზე ხდება, რასაც კარმანის ხაზი ეწოდება.

იმის გამო, რომ რიჩარდ ბრენსონი თავისი რაკეტოპლანით 90 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა, ბეზოსის კომპანიაში ამას კოსმოსში გაფრენას არ უწოდებენ. მათი აზრით ბრენსონს ასტრონავტის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს.

ბოლო დროს მეცნიერებმა სპეციალური დანადგარის მეშვეობით დაადგინეს, რომ 118 კმ-ის სიმაღლეზე ატმოსფერული ქარი აღარ მოქმედებს და იწყება კოსმოსური ნაწილაკების მოქმედება. თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ არც ბრენსონის არც ბეზოსის გაფრენა „კოსმოსში გაფრენა“ არ იქნება.

დღის ფოტო

შემოღამება მარსზე.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები📸Faig Huseynov.

დღის ვიდეო

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.