სხვადასხვა

ნათია მეზვრიშვილი: ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი
16:27 15.10
დაკოპირებულია

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და გაითვალისწინონ, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის.

„რესურსები ამოუწურავი არ არის. ამიტომ ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ იმას, რომ პასუხიმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა. მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ინფიცირებულების მაჩვენებელი მზარდია, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, თუმცა, მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ ორგანიზაციებმაც, ბიზნესმა, მოქალაქეებმაც.

ორი არჩევანი გვაქვს - ერთი, რომ დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როდესაც სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე - შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები. ქვეყანას ამის რესურსი უბრალოდ არ გააჩნია, იმიტომ, რომ დღეს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ. ამიტომ, მოქალაქეებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ, გაითვალისწინონ, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის და წესები უნდა შევასრულოთ“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.





სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
11:38
მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევები განხორციელდა მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამ...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...
00:37
NCDC: ლუგარის ლაბორატორიის სახელით ხალხს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გთ...