სხვადასხვა

ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ
ქართულ-ფრანგული
სამაგისტრო პროგრამის
„ტურიზმი“ პრეზენტაციაში
მიიღო მონაწილეობა
09:27 ორშ. 26 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის, ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია თურნავას თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს.

„ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ შესანიშნავი, ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის დაწყებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც ტურიზმია. ეს არის სფერო, რომელიც მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც ტურიზმს მსოფლიოსა და საქართველოში აქვს, კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და წარმატებული იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს და დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქართულ-ფრანგული პროგრამის კურსდამთავრებულ თსუ-ს სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონში პირველებმა მიიღონ თსუ-ს ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი.

არსებული ცნობით, სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება.

სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...