მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს რეზოლუცია, სააკაშვილის წერილი - 12 ოქტომბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მოამზადა, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს

რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა გმობს რუსეთის მუდმივ ძალისხმევას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ წაახალისოს დესტაბილიზაცია, მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის რელსებიდან გადაყვანის მიზნით.

ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო.

გარდა ამისა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

დღის პერსონა

„ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე“ - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს და თანამებრძოლებს და საზოგადოებას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.

„უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველ დღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით. ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინების და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან.

მთავარია 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურობის გაუარესებისა, არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებებით შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის, ჩემთან მიმართებით. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისათვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 14 ოქტომბერს მასშტაბური აქცია დააანონსა.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა, შიმშილობს. ის თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

⭕ „ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი

დღის ფრაზები

გიორგი ფხაკაძე:

„საქართველო შეეწირა არჩევნებს და ამის გამო მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა“

თემურ მიქელაძე:

„თუ საზოგადოება არ აიცრება, სულ ვიქნებით მე-5, მე-8 ტალღების მოლოდინში“

დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე:

„დიდი აფეთქების წინაშე ვდგავართ, კიდევ ერთი პიკი გვექნება“

ლევან ხაბეიშვილი:

„ნარკოდამოკიდებულებიდან სააკაშვილი თაფლდამოკიდებული ყოფილა, ძირეული ცვლილებაა, ხომ?“

დავით გაგუა:

„ორსულების აცრა ნებისმიერ ტრიმესტრში უსაფრთხოა“

გიგი უგულავას წერილი მიხეილ სააკაშვილს:

„ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, თან მაგარი სიმსუბუქით“

საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე:

„გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“

ნათია თურნავა:

„მომავალში უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ“

ბიძინა კულუმბეგოვი:

„შემდეგ 2 თვეში ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს კოვიდით სიკვდილი ელოდება“

მეუფე იოსების განცხადება:

„მსურს განვმარტო, თუ რატომ მოვაწერე ხელი სააკაშვილის გათავისუფლებას“

დღის კარგი ამბავი

დღის ცუდი ამბავი

ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1329 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.29 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6204 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6192 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3480 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2661 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

დღის უცხოური ამბავი

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის შანსის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ, გაანადგურა სახლები და პეკინთან ახლოს ორ პროვინციაში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ძლიერი წყალდიდობის გამო ავტობუსი მდინარეში ჩავარდა და 13 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური საინფორმაციო ვებგვერდი The Paper წერს, რომ ავტობუსის მძღოლმა იგნორირება მოახდინა გაფრთხილებაზე, რომ ნაწილობრივ წყლით დაფარული ხიდი არ გადაეკვეთა.

ხოლო შანქსის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ რეგიონში ეკონომიკურმა ზარალმა 770 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პროვინციაში 120,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ათასობით სახლი დაინგრა და 470,000 ჰექტარი მოსავალი დაზიანდა.

წყალდიდობამ ამ რეგიონში ასევე შეაფერხა ქვანახშირის მოპოვების ოპერაციები, საწვავის დეფიციტის გამო.

დღის ფოტო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბინადარი ცელქი გოგო გუბეში ჭყუმპალაობს

დღის ვიდეო

„ნარკოდამოკიდებულებიდან სააკაშვილი თაფლდამოკიდებული ყოფილა, ძირეული ცვლილებაა, ხომ?“ - ლევან ხაბეიშვილი