სხვადასხვა

ნიკა მელიას დაკავება, აშშ-ს საელჩოს საპასუხო წერილი მიმდინარე მოვლენებზე - 23 თებერვლის დღიური

დღიური
1614109800
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

აშშ-ის საელჩო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარიოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.“ - წერია განცხადებაში.

📢აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

დღის ფრაზები

ნიკა მელია:

„ერთი სული და გული მაქვს, რომც ამომხადოთ, ჩემი შვილი იამაყებს ჩემით“.

შალვა ნათელაშვილი:

„მოვუწოდებ მთელ საქართველოს ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ“.

ენ ლინდე : (ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი).

„თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ვადევნებ თვალს. მოვუწოდებ მხარეებს, დიალოგისკენ იმისთვის, რათა შემდგომი პროცესები კიდევ უფრო არ გამწვავდეს. განაახლონ დიალოგი და იმოქმედონ ეუთოს ვალდებულებებით“

მეთიუ ბრაიზა: (აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილე)

„ახალი არჩევნები იქნებოდა გზა ეჭვები რომ გაქარწყლებულიყო. ერთადერთი გამარჯვებული ამ კონფლიქტით არის რუსეთი“.

დღის პერსონა

სამართალდამცველებმა 23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

მას საქმეზე სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.

17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

📣ნიკა მელიას დაკავება გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე დღეში მოხდა - Reuters

📣„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცოპერაციისას 21 პირი დააკავეს

დღის ცუდი ამბავი

ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3169 შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 3.3084 იყო, შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.85 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევროც, რომლის კურსი 4.0294 ლარია . კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 4.0138 იყო. ევროს კურსის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 1.56 თეთრი შეადგინა.

დღეს მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 თებერვლიდან შევა ძალაში.

დღის უცხოური ამბავი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ავღანეთში დაიწყო

საწყის ეტაპზე ქვეყანაში სამედიცინო სფეროს მუშაკების, პოლიციის თანამშრომლების და ჟურნალისტების ვაქცინაცია მოხდება.

ავღანეთში თებერვალში AstraZeneca-ს ვაქცინის 500 000 დოზა ჩაიტანეს, რომელიც ინდოეთის შრატის ინსტიტუტის მიერ არის წარმოებული. ეს რაოდენობა 250 000 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.

ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „თალიბანმა“ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა.

ავღანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ COVAX-ის პროგრამის გამოყენებით 38-მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 20%-ის აცრა მოხდება. პანდემიის დაწყებიდან ავღანეთში ინფიცირების 55 646 შემთხვევა დაფიქსირდა. 2 435 ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვინაიდან ავღანეთის ზოგიერთ რაიონში საბრძოლო მოქმედებების გამო ტესტირების და სხვა მსგავსი პროცედურების ჩატარება შეუძლებელია.

დღის ფოტო

ნაციონალური მოძრაობის ოფისი. ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია

დღის ვიდეო

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდე...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.

1614453372

განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.

1614450785

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თავის გულისწყვეტაზე ისაუბრა, რომ მიმდინარე მოვლენებს პარტიის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ გამოეხმაურა.

1614448542

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ​ შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.

1614445847
კლინიკური ჯგუფის
ხელმძღვანელი

„მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაო...

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.

1614442925
ევროპის ქვეყნებში მარტში ზოგიერთი შეზღუდ...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვები მარტში მოიხსნება. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფ...

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზი...

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.