სხვადასხვა

ნიკა სიმონიშვილი საიას ახალი თავმჯდომარეა

საია
1610905716
დაკოპირებულია

არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

„ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად.

2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანისუფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში.

ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.“ - წერია საიას განცხადებაში

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან  ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

1614612217

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ  წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

1614611555

კომპრომისები სჭირდება ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს  - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

1614610644

სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. 

1614610278
ლაშა დარსალია ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების
თანათავმჯდომარეებს
შეხვდა

ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკე...

2021 წლის 1-ელ მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. 

ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუს...

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ვადიდან სარკოზი ციხეში 1 წელს გაატარებს. ამის შესახებ euronews.com იუწყება. 

რა ფრენებია დაგეგმილი მარტში? - ავიარეის...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 1-27 მარტის ჩათვლით დაგეგმილ ავიარეისებს. სტატია შედგენილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.

ქართლში 60 წლის პედაგოგი დააკავეს, რომელ...

შიდა ქართლში, სპორტის პედაგოგი დააკავეს, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული.