სხვადასხვა

ნიკოლოზ ქერდიყოშვილი: გვაქვს შესაძლებლობა, მთაწმინდის ფერდზე მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა გვქონდეს

ზოოლოგიური კვლევითი ჯგუფის წევრი
21:30 15.10
დაკოპირებულია

„მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა შეიქმნება“, - ამის შესახებ ზოოლოგიური კვლევითი ჯგუფის წევრმა, ეკოლოგიის მაგისტრმა, ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზოოლოგიური კვლევის მიზანი აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე, ზოოლოგიური თვალსაზრისით არსებული ბიომრავალფეროვნების შეფასება იყო.

„ასევე, მნიშვნელივანი იყო, მოგვეძიებინა ის სახეობები, რომელიც ამ ტერიტორიაზე ისტორიულად იყო გავრცელებული, თუმცა დღესდღეობით, გადაშენებულია. კვლევა ჩატარდა, როგორც ტრანსექტული გადაადგილების, ასევე, წერტილოვანი აღრიცხვის მეთოდით. გამოვიყენეთ ფოტოხაფანგები, რამაც საკმაოდ საინტერესო ფოტომასალა მოგვცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამში, ფაუნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი გვხვდება, რაც მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, რეპტილიებს, ამფიბიებს და მწერებს. ამ პატარა ტერიტორიისთვის ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე გვხვდება 30 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის, „წითელი ნუსხის“ სამი სახეობა. ფრინველების კუთხით, რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება - 110 სახეობის ფრინველი. მათ შორის, 11 არის „წითელი ნუსხით“ დაცული“, - განაცხადა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა.

მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოვლინდა ფრინველთა ისეთი სახეობები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიულად ბინადრობდა. კერძოდ, კაკაბი, ხოხობი და გნოლი, რომელთა აღდგენა და რეინტროდუქცია მცირე ხელშეწყობის პირობებში, შესაძლებელი იქნება.

„საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს იმის შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა გვქონდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა.

მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია, არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. * საქართველოში...
23:51 20.10
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე: ჟვანიას ვუთხარი, 3-დან 4 წლამდე...
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...
დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზია...
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...