სხვადასხვა

ნინო თანდილაშვილმა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართა

ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართა
10:08 ოთხ. 16 სექტემბერი
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სახელმწიფოსთვის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ სამინისტროსა და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობით შესაძლებელი გახდა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შემუშავება და საჯარო განხილვა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს და ვფიქრობ, რომ ერთიანი მუშაობით, ორ წელიწადში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვექნება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია კომპლექსური დოკუმენტია, რომლის მთავარ ამოცანას სამრეწველო საწარმოების რეგულირება, ეკოლოგიური ინიციატივების ხელშეწყობა (სატრანსპორტო სისტემის გადახალისება, ველო ბილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობა, მწვანე სივრცეების ზრდა და განვითარება) და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს.

ონლაინ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღის მიმოხილვა, 27 ნოემბერი 2020 წ.

27 ნოემბრის მიმოხილვა

🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონა...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
გამოცემის თანახმად, ვიქტორიის შტატში ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა მკაცრი კარანტინის მეშვეობით შ...
20:59 პარ. 27 ნოემბერი
„ხვალ, 2020 წლის 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში, 25 დე...
20:32 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან აწარმოებდა...
20:22 პარ. 27 ნოემბერი
ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი

ლუკაშენკო: ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი აღარ...

„ახალი კონსტიტუციის პირობებში მე აღარ ვიმუშავებ თქვენთან, როგორც პრეზიდენტი. ასე რომ დაწყნარდით, შეი...
20:07 პარ. 27 ნოემბერი
17:17 პარ. 27 ნოემბერი
ნავალნი ევროკავშირს რუსი ოლიგარქების წინ...
მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მიმართ უკვე დაწესებული სა...
17:14 პარ. 27 ნოემბერი
თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს კონგრეს...
პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, ათენის დეკლარ...
17:04 პარ. 27 ნოემბერი
ლარი გაუფასურდა
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9545 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9466 ლ...