სხვადასხვა

ოჯახში ძალადობა მუხრანში, წულუკიანი „მთავარი არხის“ მიკროფონით, ცვლილება შრომის კოდექსში - 22 ივლისის დღიური

დღიური
1626983788
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“ - ივანე ჩხაიძე


იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანა იქნება დიდი რისკის ქვეშ, კიდევ უფრო ზრდადი ინფიცირების მაჩვენებლის თვალსაზრისით. ინფიცირების ძირითადი განმაპირობებელია დელტა ვარიანტი, რომელიც 40%-ში ფიქსირდება. ამ ვარიანტს ახასიათებს 2-3 კვირაში შემთხვევის გაორმაგების უნარი.

ეს არის ვარიანტი, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით, ინვესტირებით და მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, ასე, რომ დელტა ვარიანტი კიდევ უფრო დაამძიმებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.

დელტა ვარიანტის ერთ-ერთი განმასხვავებელი თავისებურება არის ის, რომ უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, ეს კიდეც აისახა საქართველოს რეალობაში. თავისებურებამ განაპირობა კიდეც აუცილებლობა დამატებითი პედიატრიული კლინიკის გამოყოფის.

უფრო მეტია რისკი მძიმე შემთხვევის ბავშვებში, უფრო მეტია რისკი, რომ ისინი საჭიროებენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას. მომდევნო დღეები და კვირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ბავშვების ლეტალობის თვალსაზრისითაც.

საქართველოში ინფიცირებულთა 10% არის ბავშვი, გამოდის, ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება, რაც ძალიან მაღალია. თუ შემთხვევების მატება იქნება საწოლების პრობლემა აუცილებლად დაგვიდგება. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს, სამწუხაროდ ახლანდელი მონაცემებით ამ სცენარისკენ მივდივართ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოში ინდური შტამის 92 დადასტურებული შემთხვევაა.

ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?

როგორ და რა ვადაში დგინდება რომელი შტამით არის ადამიანი ინფიცირებული - ინფექციონისტის პასუხი

⏩ გადაეცემა თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზში? - კვლევა

დღის პერსონა

რამდენი ხანი შეიძლება ეს კითხვა დაისვას?! - თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობრივ ქმედებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ათობით პირია დაკავებული.

„რამდენი ხანი შეიძლება ეს კითხვა დაისვას? როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს?! უნდა ვიცხოვროთ რეალობაში, ყოველდღიურ რეალობაში. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, იცით თქვენ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, დაკავებულია ათობით და ასობით პირი. სამართლებრივ კითხვას მისვამთ და მეც გეკითხებით - ვინ არის ორგანიზატორი? რა დანაშაული მიუძღვის და რაზე არ მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება?!“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

დღის ფრაზები

ივანე ჩხაიძე:

„ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის“

იაგო ხვიჩია:

რის მიხედვით ვასუბსიდირებთ კახეთში ყურძენს და არა აჭარაში მანდარინს ან სამეგრელოში თხილს? დავიჯერო, რომ კახელი გლეხი უფრო ღარიბია, ვიდრე ახალციხელი, მეგრელი ან გურული?

თეა წულუკიანი ჟურნალისტებს:

„თუ რამის თავი გაქვთ, ღარიბაშვილი და გომელაური თქვენ უნდა გადააყენოთ“

ზაზა წერეთელი:

„1 თვე გახსნა ქვეყანა და შემდეგ გქონდეს სავალალო შედეგი, რომ დაიკეტოს და უამრავი ავადმყოფი გყავდეს, რა ეკონომიკურ მოგებაზე იქნება მერე საუბარი, ცოტა ძნელი სათქმელია“

დღის კარგი ამბავი

დამსაქმებელი დასაქმებულს, ბრალეულობის დადგენის გარეშე ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს

დამსაქმებელი დასაქმებულს, ბრალეულობის დადგენის გარეშე ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს

შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.

„ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებში, სხვადასხვა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა. დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზი.

დღის ცუდი ამბავი

მუხრანში 90 წლის მამამთილმა რძალს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 90 წლის მამამთილმა რძალს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა. ამის შესახებ სააგენტო PIA.GE-ს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს.

ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივების განცხადებით, კაცი რძალზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.

დღის უცხოური ამბავი

არგენტინაში პასპორტში სქესი სურვილის მიხედვით ჩაიწერება

არგენტინაში პასპორტში სქესის ჩაწერა სავალდებულო აღარ იქნება. ახლა ადამიანები სურვილის შემთხვევაში სქესის ადგილას «X»-ის ჩაწერას შეძლებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

არგენტინა ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანაა, სადაც მსგავსი გადაწყვეტილება იყო მიღებული.

შესაბამის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ «X» სტატუსი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც გენდერულად ჩამოუყალიბებელ ადამიანს, ასევე, „სხვა მნიშვნელობას, რაც ადამიანის იდენტიფიკაციის დროს გამოიყენება, მაგრამ არ გულისხმობს ქალს/კაცს“.

„სახელმწიფომ თავის მოქალაქეებს სქესი არ უნდა დაუდგინოს. ქალის და კაცის გენდერული იდენტურობის გარდა სხვაც არსებობს და მას პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მანამდე კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მიიღეს. 2010 წელს არგენტინაში ერთსქესიანთა ქორწინება იყო ლეგალიზებული.

დღის ფოტო

კულტურის მინისტრი „მთავარი არხის“ მიკროფონით

დღის ვიდეო

წყალდიდობა ოდესაში

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.