მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პალესტინელი აქტივისტი, ქალი კაჭკარის მთებში და ნიღბიანი ქანდაკება - 16 ივნისის მსოფლიო ფოტოებში

16 ივნისი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 16 ივნისს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ცხენებზე ამხედრებულ კაცებს ჯარისკაცები უკან მიჰყავთ, რადგან პრემიერ-მინისტრის აბი აჰმედის მომხრეები ცდილობენ შევიდნენ სტადიონზე.
ჯიმა, ეთიოპია📸Marco Longari/AFP/Getty Images

მუშები 57 მეტრის სიმაღლის ბუდისტი ქალღმერთის ქანდაკებას პირბადეს უკეთებენ.
აიზუვაკამაცუ, იაპონია📸Houkokuji Aizu Betsuin / Reuters

პედრო კასტილოს მომხრეები აღნიშნავენ მის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.
ლიმა, პერუ📸EPA

პოლიციელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნიღაბი უჭირავს. მომიტინგე პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრის წინ დააკავეს.
ჟენევა, შვეიცარია📸Pierre Albouy/AFP/Getty Images

ქალი საქანელაზე, კაჭკარის მთების ეროვნულ პარკში.
რიზეს პროვინცია, თურქეთი📸Ali Kemal/Anadolu Agency/Getty Images

სამხედრო მოსამსახურეები ქარხანაში, რომელიც მექსიკის არმიისთვის დღეში 3000-ზე მეტ ფორმას აწარმოებს.
მეხიკო, მექსიკა📸Eyepix / NurPhoto / REX / Shutterstock

ქალი ახალშობილ ბავშვთან ერთად კორონავირუსის ვაქცინას საავადმყოფოში ელოდება.
ჩენაი, ინდოეთი📸Arun Sankar/AFP/Getty Images

მაროკოს სამეფოს შეიარაღებული ძალების სამაშველო და განყოფილების წევრები მონაწილეობენ ბიოქიმიური სიმულაციურ სწავლებაში აგადირის პორტში.
აგადირი, მაროკო📸Fadel Senna/AFP/Getty Images

პალესტინელი აქტივისტი ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ესვრის.
ღაზა, ღაზა📸Mahmud Hams/AFP/Getty Images

სეულში მუშებს თავი გადაპარსეს. ისინი სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას მოითხოვენ.
სეული, სამხრეთ კორეა📸Ahn Young-joon / AP

მუშები ბარში მარაგს ამოწმებენ.
კოლკატა, ინდოეთი📸Debarchan Chatterjee / ZUMA Wire / REX / Shutterstock

სკეიტბორტისტი ასრულებს ტრიუკს ვენეციის სანაპიროზე.
ლოს-ანჯელესი, აშშ📸Étienne Laurent / EPA

ბავშვი დედის გვერდით დგას გურუ არჯან დე ჯის წამების დღის აღსანიშნავად.
ლაჰორი, პაკისტანი📸KM Chaudary / AP

მოცურავეები ვარჯიშობენ ტოკიოს ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის საცდელ ეტაპებზე.
ადელაიდა, ავსტრალია📸Dave Hunt/AAP

სტუდენტები ცდილობენ, გაარღვიონ პოლიციის ბარიკადი, ისინი განათლების სამინისტროსკენ მიემართებიან, რათა მოითხოვონ ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუტის გახსნა.
დაკა, ბანგლადეში📸Monirul Alam / EPA

„მარადმწვანე“ პუტინი ბაიდენს ხვდება.