PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
Ranunculus-ის ყვავილების მინდვრები კარლსბადში ვიზიტორების შეზღუდული რაოდენობით ხელახლა გაიხსნა.
კალიფორნია, აშშ 📸 მაიკ ბლეიკი / როიტერი
ტალღები Seaham-ის შუქურასთან აღმართულ კედელზე.
დურჰამი, დიდი ბრიტანეთი 📸 ოუენ ჰამფრიზი / PA
კორონავირუსის გამო გაჩერებული ავტობუსები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ რეგიონში.
ბარისალი, ბანგლადეში 📸 Mustasinur Rahman Alvi / Zuma / Rex / Shutterstock
Daesongsan– ის მინერალური წყლის ქარხნის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზედაპირების დეზინფექციას აკეთებენ.
Pyongyang, ჩრდილოეთ კორეა 📸 KCNA KNS / AFP Getty
დასავლეთ ბენგალის შტატების არჩევნების მესამე ფაზის დროს ამომრჩეველს რიგში დგას ხმის მისაცემად.
ბარუიპური, ინდოეთი 📸 Bikas Das / AP
Lanzhou Danxia Landform- ის ფერადი მთები მალე ტურისტებისთვის გაიხსნება.
განსუ, ჩინეთი 📸 Xinhua / REX / Shutterstock
ბორის ჯონსონის ჟესტიკულაცია ჩეშირის საგრაფოში, მაკკლსფილდში მდებარე AstraZeneca-ს საწარმოში სტუმრობისას. ბრიტანეთის პრემიერი ადგილზე 360 მილიონი ფუნტის ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად იმყოფებოდა.
მაკკლსფილდი, დიდი ბრიტანეთი 📸 დეივ ტომპსონი / AFP / Getty Images
ვნუკოვოს აეროპორტში ბეთჰოვენის დაბადების 250 წლისთავისადმი მიძღვნილი ქანდაკების გამოფენა გაიხსნა.
მოსკოვი, რუსეთი 📸 მიხეილ ჯაფარიძე / TACC
შარლოტა იოჰანესონის ინსტალაცია, სახელწოდებით - „წამიყვანე სხვა სამყაროში“, რეინა-სიფიას მუზეუმის საგამოფენო სივრცეში.
მადრიდი, ესპანეთი 📸 ვიქტორ ლერენა / EPA
სტუმრები ჰოლოკოსტის ხსოვნის ცენტრში, იად ვაშემის სახელობის დარბაზში.
იერუსალიმი, ისრაელი 📸 ემანუელ დუნანდი / AFP / Getty Images
ყანჩა Bushy Park-ში
ლონდონი, დიდი 📸ბრიტანეთი ჯონ უოლტონი / PA
ბედნიერი მურა თავის პირველი „სელფი“ მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების დაცული ტერიტორიებიდან.
მარტვილის მუნიციპალიტეტი, საქართველო 📸 დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.
გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.
ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მმართველი გუნდიდან დეპუტატების წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის.
„დღეს სრულიად სამართლიანად ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასულ მაჟორიტარებს აქვთ „შანსი“ კიდევ ერთხელ მოუსმინონ ხალხს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მმართველი გუნდის იმ 6 დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს.
საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.