მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიურად გრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრების სპეციალური სითხეებით დამუშავება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, თბილისში - ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრებში განხორციელდა.

დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.